მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 16:20

19. იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი?20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.
იოანეს სახარება თავი 16
20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ, და სოფელსა უხაროდის“ (16,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუანი არიან სიკუდილისათჳს და ჯუარს-ცუმისა, რომელ მათისა მწუხარებისა მომატყუებელ იქმნა. „ხოლო სოფელსა უხაროდისო“. „სოფლად“ აქა ერსა მას ამაოებისა მეძიებელსა იტყჳს, რომელთა უხაროდა ამას ზედა, ხოლო მათ ვინაჲთგან არა უნდა სიკუდილი მისი, ამისთჳს ადრე ირწმუნებდეს ამას, ვითარმედ არა მოკუდეს; და მერმე ესმა რაჲ, ვითარმედ მოკუდების, იწყეს ცილობად და იჭუად, რამეთუ არა იცოდეს, რაჲ არს იგი, ვითარმედ: „სტიროდით და სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს“ (16,20). ხოლო თავადი უჩუენებდა, ვითარმედ შემდგომად მწუხარებისა სიხარული ყოფად არს, და ვითარმედ მწუხარებაჲ იგი ჰყოფს სიხარულსა, და ვითარმედ მწუხარებაჲ იგი მცირედ ჟამ არს, ხოლო სიხარული უკუნისამდე იყოს. ამისთჳს იგავი სოფლისა საქმეთაგან მოიღო და ჰრქუა:

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი:

...არ გსმენია ქრისტეს ნათქვამი: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ ()? მაშ, რატომ ეძებ მოსვენებას, როდესაც მან ეს თქვა? არ გსმენია მისი ნათქვამი: „ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ“ ()? ამიტომ უფრო უგუნურთათვის საცდური მაშინ იქნებოდა მოსალოდნელი, თუ მის ნათქვამთა საპირისპირო მოხდებოდა; ხოლო თუ ყველაფერი თანმიმდევრობით მიმდინარეობს, რის გამო ცდუნდები?

და რის გამო, ამბობს, ასე დააწესა ღმერთმა? ნუ გამოიძიებ და ნურც უადგილოდ ჩაეძიები. რადგან ქმნილება შემოქმედს არც ეტყვის: „რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?“ (). ამიტომ წინასწარმეტყველიც საყვედურობდა იუდეველებს, რომ ისინი, უთვალავი ბოროტებით სავსენი, ღმრთის გზებს კადნიერად იძიებდნენ და ამბობდა: „ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ (

სრულად ნახვა