მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 16:28

27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი.28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.29. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ.
იოანეს სახარება თავი 16
28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკიცოს, ვითარმედ კეთილად ჰრწამს მათ, და მეორედ, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ არარაჲ ძჳრი მოიწიოს მათ ზედა. და რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“, ანუ: „ვიდრე ხუალ?“ რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის