მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 16:31

30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი.31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ?32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
იოანეს სახარება თავი 16
31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რაჲთა განიბნინეთ კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს“ (16,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: სხუაჲ ფრიადი სწავლაჲ გიჴმს, რამეთუ ჯერეთ არარაჲ იცით, არამედ ფრიად გაკლს სისრულისაგან, რამეთუ აწ მიმცეთ მე მტერთა მარტოჲ და თქუენ განიბნინეთ ფრიადისა მის შიშისაგან; და ესეოდენმან შიშმან შეგიპყრნეს, რამეთუ ზოგადცა ვერ ივლტოდით, არამედ განიბნინეთ. და ჩემ ზედა ამის მიერ არარაჲ ძჳრი მოიწიოს. ჰხედავა, ვითარ კუალად სიმდაბლისაჲ არს სიტყუაჲ ესე? და ამისთჳს აბრალებს, ვითარმედ მარადის სიმდაბლისა სიტყუანი უჴმან მათ, რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „აჰა ესერა განცხადებულად გუეტყჳ და იგავსა არცა ერთსა იტყჳ. და ამისთჳს გურწამს“ (16,29-30), უჩუენებს, ვითარმედ ჯერეთ ჯერისაებრ არა ჰრწამს, არცა მიითუალავს სიტყუათა მათთა. ხოლო ესე ამისთჳს თქუა და სხჳსა ჟამისა მიმართ მიავლენდა მათ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს“, მათთჳსვე თქუა, რამეთუ ზე და ქუე ამისი ეგულებოდა ცნობაჲ. და მერმე უჩუენებდა, ვითარმედ ჯერეთ სრული გულისხმის-ყოფაჲ არა მიუცემიეს მათა ამათ სიტყუათა მიერ, არამედ რაჲთა ოდენ გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ ნუუკუედა იგონებდესმცა კაცობრივთა რათამე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის