თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალნი ესე სიტყუანი კაცობრივ თქუმულ არიან, და რომელი უგულისხმოჲ იყოს და დაბნელებული და ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებდეს ძესა, მან დაამდაბლოს მამაჲცა. რამეთუ იხილე პირველითგან, ვითარ რომელიმე სიტყუაჲ სწავლისაჲ არს და რომელიმე მცნებისაჲ. და სწავლისაჲ არს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა სოფლისათჳს გევედრები“, ხოლო მცნებისაჲ: „მე დავიცვენ იგინი ვიდრე აქამომდე, და არავინ წარწყმდა; და აწ შენცა დაიცვენ იგინი“. არამედ ამათ ყოველთა განმარტებაჲ ესე არს, რამეთუ უძლურებისა მათისათჳს იტყოდა ესრეთ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „არავინ წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ“, და შესძინა: „რაჲთა წერილი აღესრულოს“. რომელსა წერილსა იტყჳს? გარნა მას, რომელსა მრავალგზის იტყჳს. და რამეთუ წარწყმდებოდა, ამისთჳს თქუა წერილმან, და სხუაგანცა მითქუამს ამისთჳს, ვითარმედ ესე თჳსაგან სახჱ არს წერილისაჲ, რამეთუ ვითარცა მიზეზად დააწესებს მას, რომელი თჳთ აღესრულებოდის. და ჯერ-არს ყოვლისაჲვე გამოწულილვით გულისხმის-ყოფაჲ გონებასაცა მეტყუელისასა და პირსა საქმისასა და წესთა წერილისათა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ იტყჳს მოციქული: „ძმანო, ნუ ყრმა...
იოანეს სახარება 17:13
12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.14. მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
იოანეს სახარება თავი 17