მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 17:23

22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.
იოანეს სახარება თავი 17
23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა“ (17,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი დიდებაჲ მისცა მათ, რამეთუ მამაჲ თავისა შორის თჳსისა აქუნდა და ესრეთ მათ შორის დაემკჳდრა. ხოლო სხუასა ადგილსა არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემ მიერ მამაჲ მოვიდესო, არამედ: „მე და მამაჲ მოვიდეთო და სავანე მის თანა ვყოთო“, არამედ მუნ საბელიოზის პირსა დაუყოფს და აქა - არიოზისსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის