თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, ვითარმედ: „სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“? გარნა ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: რომელ ჩემი ჰრწმენა და ჰურიათაჲ არა ისმინეს, რამეთუ იტყჳს: „რომელსა ჰრწმენეს მისი, მან დაჰბეჭდა, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“, „და აწ უცნობიეს“, რამეთუ ყოველსა რომელსა ვიტყჳ, შენ მიერ არს, და შენნი სიტყუანი არიან, და არა ესე ოდენ, არამედ ესეცა, ვითარმედ: „შენგან გამოვედ“ (17,8), რამეთუ ამას ისწრაფდა ყოლადვე დარწმუნებად.
იოანეს სახარება 17:7
6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
იოანეს სახარება თავი 17