მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 17:9

8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
იოანეს სახარება თავი 17
9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათთჳს გევედრები“ (17,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? რამეთუ ვითარმცა არა იცოდა საქმჱ იგი, ესრეთ ასწავლის მამასა, ვითარცა კაცსა, რომელმანცა არა იცოდა. რაჲ არს უკუე ესე განყოფაჲ? ჰხედავა უკუე, რამეთუ სხჳსა არარაჲსათჳს იყო ლოცვაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან, თუ ვითარი სიყუარული აქუს მათდა მიმართ? რამეთუ რომელი არა თჳსსა ოდენ შეწევნასა მისცემდა, არამედ სახესა ჰყოფდა, ვითარმცა სხუასაცა ევედრებოდა მათთჳს, უჩუენებდა, ვითარმედ ფრიადი აქუს მათა მიმართ სიყუარული. „მე მათთჳს გევედრებიო და არა სოფლისათჳს, არამედ რომელნი მომცენ მე“ (17,9), ზედაჲსზედა იტყჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. და მერმე, ვინაჲთგან ზედაჲსზედა თქუა, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ“, რაჲთა დაჰჴსნას ბოროტი იჭჳ მათი, რომელთა ეგულებოდა თქუმად, ვითარმედ განყოფილ არს სადამე მამისაჲ ძისაგან, ახალი არს მისი უფლებაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის