თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა იტყოდეა, ვითარმედ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“? და რაჲ იქმნა, რომელ მეკარისაცა სიტყუასა ვერ თავს-იდებ? არა თუ მჴედარმან გკითხა, არამედ მჴევალმან უნდომან, და მისიცა სიტყუაჲ არა სიფიცხლით და რისხვით იყო, არამედ უფროჲსად ლმობიერებით. ხოლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა. ; ; ; ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დაუტეოს ვინ, და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო. <span...
იოანეს სახარება 18:17
16. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.17. ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ.18. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა.
იოანეს სახარება თავი 18