📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი გჳსწავიან, არა ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვძრწოდით მისგან, არამედ რაჲთა ვიხარებდეთ და მხიარულ ვიყვნეთ, რამეთუ დაუტევებთ განხრწნადსა ამას ცხორებასა და ფრიად უაღრესისა მიმართ და უმჯობესისა მივიცვალებით, რომელსაცა ქრისტე გუასწავებს საქმით, რამეთუ არა იძულებით, არამედ ნეფსით მივალს ვნებად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდეს თავადი და მოწაფენი მისნი. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შევიდა მუნ მოწაფეთა მისთა თანა“ (18,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შუაღამეს ვალს და მდინარესა განჰვლის და მივიდის ადგილსა საცნაურსა მიმცემელისა მის მიერ, რაჲთა შემპყრობელნი მისნი განარინნეს შრომასა ფრიადსა და უჩუენოს მოწაფეთა, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, რომელ-ესე კმა იყო ნუგეშინისსაცემელად მათა, და ესრეთ შევიდა მტილსა. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე თქუა იესუ“. რასა იტყჳ, ჵ ნეტარო? რამეთუ იგი ლოცვაჲ იყო, და რად არა სთქუ, ვითარმედ: დასცხრა რაჲ ლოცვისაგან, მივიდა მუნ? გარნა არა ლოცვაჲ იყო, არამედ სიტყუაჲ, რომელსა იქმოდა თავადი მოწაფე-თათჳს, და შევიდა მოწაფეთა თანა მტილსა. ესრეთ განაძლიერნა იგინი, რამეთუ არღარა ეშინოდა, ვითარცა პირველად, არამედ მტილადცა შევიდეს. ხოლო ვითარ მივიდა მუნ იუდა? ამისთჳს საცნაურ არს, ვი-თარმედ უფროჲსად უდაბნოთა იქცევინ, და უკუეთუმცა სახლსა შინა იყო, იუდამცა არა მოსრულ იყო მუნ. ხოლო არა, რაჲთა გესმეს რაჲ „მტილი“, ჰგონებდე, ვითარმედ იმალვოდა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „იცოდა ადგილი იგი იუდაცა, რამეთუ მრავალგზის შევიდის მუნ მოწაფეთა მისთა თანა“. ხოლო მრავალგზის თჳსაგან იქცევინ მათ თანა უდაბნოთა შინა და ეტყჳნ მათ საიდუმლოთათჳს, რომელთაჲ არა ჯერარნ სხუათა მიერ სმენაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა წარიყვანა ერი მღდელთმოძღუართაგან და ფარისეველთა მსახურნი და მოვიდა მუნ“ (18,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჰურიათა მრავალგზის ინებეს ქმნად და ვერ შეუძლეს. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ რაჟამს ნეფსით მისცა თავი თჳსი, მაშინ შეიპყრეს; უკუეთუ არა, ვერმცა შეეპყრა, ვითარ-იგი მრავალგზის ინებეს და ვერ შეუძლეს. ხოლო ერი იგი ვინაჲ იყო? არამედ წარმართნი იყვნეს მიზდებულნი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ იცოდა ყოველი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?“ (18,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, არა თუ მათისა მოსლვისა უჴმდა ცნობაჲ, არამედ თჳთ პირველითგან ყოველივე იცოდა. ამისთჳს შეუშფოთებელად იქმოდა და იტყოდა ყოველსავე. ხოლო იგინი რად საჭურველითა მოვიდეს? რამეთუ ეშინოდა ერთა მათგან, რომელნი შეუდგეს მას, და ამისთჳს უჟამოდ მოვიდეს ღამით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: იესუ ნაზარეველსა“ (18,4-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ძალი უძლეველი, ვითარ იყო მათ შორის და დააბნელნა თუალნი მათნი, რამეთუ არა ღამე იყო მიზეზი? ამისთჳს მოასწავა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ლამპრები აქუნდა“.1 და-ღაცათუმცა ლამპრები არა აქუნდა, ჴმისაგან ჯერ-იყო ცნობაჲ მისი. და უკუეთუ მათ ვერ იცნეს, იუდა ვითარღა ვერ იცნა, რამეთუ მათ თანა იყო,2 რომელი-იგი მის თანა ყოფილ იყო მარადის? და მანცა ვერ იცნა, არამედ დაეცა პირსა ზედა. ხოლო ესე ამისთჳს ქმნა იესუ, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არა თუ ოდენ შეპყრობად ვერ ძალ-ედვა, არამედ ვერცა იცნობდეს, უკუეთუმცა არა თჳთ შეუნდო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ?“ (18,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგულისხმოებაჲ! სიტყუამან მან პირველმან დასცნა პირსა ზედა,3 და არავე შეიგონეს, რაჲთამცა ცნეს ძალი მისი. ხოლო უფალმან, ვინაჲთგან რომელი მისა ჯერ-იყო, ქმნა, და მათ არა გულისხმა-ყვეს, ამისთჳს მისცემს თავსა თჳსსა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ (18,8). დგა იუდაცა მიმცემელი“ (18,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე დაწყნარებულებაჲ მახარებელისაჲ, ვითარ არა აგინებს მიმცემელსა მას და ესრეთ მარტივად იტყჳს ქმნულსა მას, და ერ-თისა ოდენ ისწრაფის გამოცხადებად, ვითარმედ ყოველივე მისითა მიშუებითა იქმნა. ხოლო რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარმედ: მან მოიყვანნა იგინი ამას საქმესა, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, ამისთჳს ქმნა ყოველივე საქმჱ დამაყენებელი მათი, და ვითარცა დაადგრეს უკეთურებასავე ზედა და არცა ერთი აქუნდა მიზეზი, მაშინ მისცა მათ თავი თჳსი და ჰრქუა:
1 შდრ. იოან. 18,3. 2 შდრ. იოან. 18,5. 3 შდრ. იოან. 18,6.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი“ (18,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრე უკუანაჲსკნელად ჟამადმდე აჩუენა მათ ზედა კაცთმოყუარებაჲ თჳსი, რამეთუ „უკუეთუ მე მეძიებთო“, მე მიგცემ თავსა ჩემსა, და ესენი დაუტევენით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო „წარწყმედად“ აქა არა ამას სიკუდილსა იტყჳს, არამედ საუკუნესა მას, ხოლო მახარებელმან ამას ზედაცა მოიღო იგი სიტყუაჲ; ხოლო ვითარ არა შეიპყრნეს მის თანა და მოსწყჳდნეს იგინიცა? და უფროჲსად, ვინაჲთგან პეტრე განარისხნა, ვინ იყო დამაყენებელ მათა? არავინ იყო სხუაჲ, არამედ ძალი იგი, რომელმან დასცნა პირსა ზედა, რომლისათჳსცა მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: არა წარვწყმიდე მათგანი ერითცა“. ხოლო პეტრე მინდობითა ამის სიტყჳსაჲთა და საქმეთა მათ, რომელნი იქმნებოდეს, შეიჭურა წინააღმდგომთა მათ ზედა.1 ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ, რომლისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა,2 მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა,3 კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა,4 ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“.5 და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი,6 რაჲთა ამის ჟამისა კაცთა შეუძლონ ჭეშმარიტად ცნობად იგი, ვითარმედ ესრეთ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ მებრ თავსა ებრძოლა მისსა და მარჯუენჱ ყური მისი წარჰკუეთა მას, და არა თუმცა უფალსა შეერისხნეს, სრულიად ეგულებოდა მოკლვაჲ,7 გარნა უფალმან არა თუ ოდენ დააყენა, არამედ ნუგეშინის-ცემისაცა სიტყუანი მიუთხრნა და ჰრქუა მას:
1 შდრ. იოან. 18,10. 2 შდრ. მათ. 10,10; ლუკ. 9,3. 3 შდრ. მათ. 5,39; ლუკ. 6,29. 4 ლუკ. 22,51. 5 მათ. 26,52. 6 შდრ. იოან. 18,10. 7 შდრ. იოან. 18,10-11.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა?“ (18,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმედ მორჩილ არს მამისა ვიდრე სიკუდიდმდე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და იყო ანა სიმამრი კაიაფაჲსი. ხოლო კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობჱს არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერისათჳს“ (18,12-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მიიყვანეს ანაჲსა, რამეთუ სიხარულისაგან მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს, ვითარმცა დიდი რაჲმე ძლევაჲ ექმნა. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი? რაჲთა გესმეს რაჲ შეპყრობაჲ და შეკრვაჲ იესუჲსი, არა შეშფოთნე, არამედ სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად სოფლისა ცხორებისათჳს იყო, და ეგოდენ ჭეშმარიტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მისდევდა მას პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ“ (18,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს „სხუაჲ იგი მოწაფჱ“? გარნა თჳთ მახარებელი, რომელსა უთქუამს ესე. არამედ რად არა თქუა თჳსი სახელი, ვითარიგი ჟამსა სერობისასაცა, ვითარმედ: „სხუაჲ მოწაფჱ“,1 და არა თქუა თჳსი სახელი? არამედ მაშინ სამართლად ჰფარვიდა თავსა თჳსსა, რამე-თუ დიდ იყო საქმჱ იგი, ხოლო აქა რაჲსათჳსღა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისვე მიზეზისათჳს, რამეთუ ესეცა საქმჱ დიდ იყო ფრიად, რომელ სხუანი ყოველნი განიბნინეს, და იგი მარტოჲ შეუდგა. ამისთჳს სახელი თჳსი არა თქუა, არამედ ოდენ პეტრესი, და აჴსენა მცირედ თავი თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით იტყჳს ყოველსავე, რამე-თუ მუნ იყო თანამდგომარე. და იხილე მისი საქმჱ, რაჲთა არავის უკჳრდეს, რომელ სხუანი ყოველნი წარვიდეს, და პეტრეცა გარე დაშთა, და იგი ოდენ შევიდა უფალსა თანა,2 ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“ (18,15,16), რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ახოვნებისა და უშიშოებისა თჳსისაგან ქმნა. და არა თუ ვითარცა საქებელად რაჲმე თქუა, თუ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“, - ნუ იყოფინ! - არამედ, ვითარცა ვთქუ, მის მიზეზისათჳს თქუა, რაჲთა არავის უკჳრდესო ახოვნებაჲ მისი, რამეთუ მისი განგებაჲ მარადის სიმდაბლითა შემკობილ იყო, და პეტრესთჳს თქუა, ვითარმედ: არა უტევებდეს შესლვად, უკუეთუ არა, იგიცამცა შესრულ იყო მის თანა. არამედ დიდ არს პეტრესიცა, რამეთუ ყოველთა დაუტევეს უფალი, და მან არა
1 შდრ. იოან. 13,23. 2 შდრ. იოან. 18,15-16.
დაუტევა, დაღაცათუ შინა ვერ შევიდა, ვიდრემდის გამოვიდა და ჰრქუა იოვანე მეკარესა შეყვანებად;1 არამედ რად არა თჳთ შეიყვანა, ვიდრე მეკარესა ეტყოდა? გარნა რამეთუ თჳთ ქრისტეს თანა ისწრაფდა ყოფად. იხილე უკუე მეკარისა მისცა დედაკაცისა საქმჱ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა იტყოდეა, ვითარმედ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“?2 და რაჲ იქმნა, რომელ მეკარისაცა სიტყუასა ვერ თავს-იდებ? არა თუ მჴედარმან გკითხა, არამედ მჴევალმან უნდომან, და მისიცა სიტყუაჲ არა სიფიცხლით და რისხვით იყო, არამედ უფროჲსად ლმობიერებით. ხოლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა.3 ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დაუტეოს ვინ, და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო.4 და მერმე ნათესავმან მან მის მონისამან, რომლისადა ყური წარეკუეთა პეტრეს, იგი შესწამებდა, ვითარმედ: „არა მე გიხილეა მტილსა მას მის თანა?“ (18,26). და მტილი რაჲ აჴსენა, არავე ლმობიერ იქმნა პეტრე, არამედ კუალადცა უარ-ყო.5
ხოლო რაჲსათჳს ოთხთავე მახარებელთა ერთობით თქუეს პეტრეს-თჳს? არა თუ მას შეასმენენ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ რაოდენ ბოროტ არს არა მინდობაჲ ღმრთისაჲ, არამედ თავისა თჳსისაჲ. ხოლო შენ გიკჳრდინ სახიერებაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ შეკრული განიკითხვოდა, და ზრუნვიდა მისთჳს მას ყოველსა შინა და მიხედვითა მისითა ლმობიერ-ჰყოფდა და ცრემლად აღადგენდა.6
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იქმნა ესე ყოველი, რაჲთა სიმრავლემან მსაჯულთამან გამოაჩინოს ჭეშმარიტებაჲ იგი საქმისაჲ მის; ხოლო იყო განთიადი, რამეთუ პირველ ქათმის ყივილისა კაიაფაჲსა მიიყვანეს და განთიად - პილატესა,7 რამეთუ ესეოდენთა მათ ჟამთა ღამისათა კაიაფაჲს მიერ განიკითხვოდა, და ვერარას ამხილებდეს იგინი. არამედ შენ იხილე სიბრმჱ ჰურიათაჲ, რამეთუ უბრალოჲ იგი შეიპყრეს საჭურველითა და
1 შდრ. იოან. 18,16. 2 იოან. 13,37. 3 შდრ. მათ. 26,57-58; მარკ. 14,53-54; ლუკ. 22,54-55; იოან. 18,24-25. 4 შდრ. იოან. 18,25. 5 შდრ. იოან. 18,27. 6 შდრ. ლუკ. 22,61-62. 7 შდრ. მათ. 26,57; 27,1-2; მარკ. 14,53; 15,1; იოან. 18,24,28.
ენება მოკლვად და არა შეიკდემდეს და სამშჯავროდ არა შევიდოდეს, „რაჲთა არა შეიგინნენო“ (18,28), რომელნი-იგი აქლემსა შთანსთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს.1 უსამართლოდ მოკლვაჲ უფლისაჲ არა აქუნდა ბრალად და სამშჯავროდ მოსლვაჲ ბრალად შეერაცხა. ხოლო მათ რაჲსათჳს არა მოკლეს, არამედ პილატესა მიავლინეს? გარნა რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მათი დაჴსნილ იყო, რაჟამს საქმენი ჰრომთა ჴელმწიფებისანი იყვნეს, და ეშინოდა, ნუუკუე საჯნენ იგინი.2
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა მათა პილატე გარე და ჰრქუა: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისთჳს?“ (18,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბოროტსა მას, არამედ ოდენ იტყჳთ, ვითარმედ ბოროტისმოქმედი არს, და საქმესა მას ბოროტსა ვერ შესწამებთ? ჰხედავა, რამეთუ ვერარას სადა ჰპოებდეს? ანა ჰკითხა სწავლისა მისისა და ვერარაჲ პოვა ბრალი,3 მიავლინა კაიაფაჲსა, და კაიაფა ვერარაჲვე პოვა, და მიიყვანა პილატესა;4 და პილატე ეტყჳს: „რასა შესმენასა მოიღებთ ამის კაცისათჳს?“ და ვერარას იტყჳან ჭეშმარიტსა. ამისთჳსცა ჰრქუა მათ პილატე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ“ (18,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს,5 და არა ჯუარს-აცუმიდეს, და მისი უნდა ჯუარს-ცუმაჲ. ხოლო პილატე ფრიადი საშჯელი არა ქმნა, არამედ შეიყვანა შინა და ჰრქუა იესუს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳა, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?“ (18,33-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ჰკითხა ესე უფალმან? გარნა რაჲთა უკე-
1 შდრ. მათ. 23,24. 2 შდრ. იოან. 18,31; 19,6-7. 3 შდრ. იოან. 18,19-21. 4 შდრ. იოან. 18,24,28. 5 შდრ. საქმე 7,59.
თური იგი ჰურიათა გონებაჲ გამოაცხადოს. რამეთუ ასმიოდა ესე პილატეს მრავალთა მიერ, და ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა მას ჟამსა, რაჲმცა ჰრქუეს მას ჰურიათა, რაჲთა არა ფრიად იყოს გამოძიებაჲ, ამისთჳს რომელი მარადის ესმოდა, იგი შემოიღო შორის. და ვინაჲთგან მათ ჰრქუა, ვითარმედ: „საჯეთ შჯულისაებრ თქუენისა“, მათ ჰრქუეს: „არა ჯერ-არს ჩუენდა“, რაჲთამცა უჩუენეს, ვითარმედ არა ჰურიაებრი არს ცთომაჲ, არამედ ყოველთა ზედა. და ამისთჳს ჰკითხა პილატე, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ და არა თუ ქრისტე უმეცარ იყო, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳს, ანუ სხუათა უთხრეს, არამედ ენება, რაჲთამცა მანცა ცნა ჰურიათა საქმჱ, და ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „სხუათა გითხრესა?“ რომლისათჳსცა პილატე თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთმოძღუართა მომცეს მე შენ. რაჲ გიქმნიეს?“ (18,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება, რაჲთამცა უბრალოდ გამოაჩინა თავი თჳსი. ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ ამისთჳს ამხილებდა მას იესუ და ეტყოდა, ვითარმედ: ესე გესმაა ჰურიათაგან? რაჲსათჳს უკუე არა იქმ კეთილსა საშჯელსა გამოწულილვით? რამეთუ თქუეს მათ, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს. ჰკითხე, თუ რაჲ ბოროტი მიქმნიეს? გარნა ამას არა იქმ, არამედ ამაოდ მიზეზთა ჰკრებ. „თავით შენით იტყჳა ამას, ანუ სხუათა გითხრეს?“ რამეთუ მას ვერ ეძლო თქუმად, თუ: აწ მითხრეს, არამედ ოდენ შეუდგა ზრახვასა მას ერისასა, რომელი ასმიოდა პირველ, ვითარმედ: „მომცესო ჴელთა ჩემთა. რაჲ გიქმნიეს?“ ხოლო უფალმან ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“ (18,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა იყო პილატე მსგავს მათა უკეთურებითა. ამისთჳს ეტყჳს სიტყუათა ამათ, რაჲთამცა გულისხმა-უყო, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ, და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთამცა არა მივეცი ჰურიათა“ (18,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომლისაგან ეშინოდა პილატეს, ვითარმედ ნუუკუე მეფობასა ეძიებს, და მოიწიოს მის ზედა რისხვაჲ კეისრისაჲ. ხოლო იესუ აჰა ესერა იგი იჭჳ განუქარვა. ხოლო ვითარ არს ესე სიტყუაჲ? არა არსა ამის სოფლისაჲცა მეუფებაჲ მისი? ჰე, ყოველთაჲვე მეუფე არს, არამედ არა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: არა ვარ უფალი სოფლისაჲ, არამედ ვი-თარმედ ზეცით არს დასაბამი მეუფებისა მისისაჲ, ხოლო აქა ნეფსით მისცა თავი თჳსი, არამედ ჯერეთ ამას არა იტყჳს. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს“. აქა გამოაჩინებს უძლურებასა ქუეყანისა მეფობისასა, ვითარმედ მსახურთადა მინდობილ არს, ხოლო
ზეცისაჲ არა ესრეთ, არამედ თავით თჳსით არს უფალ ყოვლისავე. არამედ მწვალებელთა ესე სიტყუაჲ მიიღეს, ვითარმედ: „არა არს მეუფებაჲ ჩემი ამის სოფლისაგან“, და ესრეთ უცხო-ჰყოფენ მას დამბადებელობისაგან და არა ჰნებავს აღხილვაჲ თუალთაჲ და ხილვაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ხოლო რაჲ-მე თქუან სიტყჳსა მისთჳს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“?1 რამეთუ ვითარცა იტყჳს მოციქულთათჳს, ვითარმედ: „სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგანი“,2 ეგრეთვე იტყჳს მეუფებისათჳს; არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ სოფელი არა მისსა ჴელმწიფებასა შინა არს, არამედ არა ესრეთ მიწისაგანი არს და განხრწნადი. ისმინე უკუე პილატესი, რასა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“,3 ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.
სწავლაჲ პგ მოთმინებისათჳს და შურის-გებისა
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს ესე ყოველი გესმეს, ვითარმედ მეუფჱ ყოველთაჲ შეკრული განიშჯებოდა, ნურარად შეგირაცხიან სოფლისა ამის საქმენი, რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს, უკუეთუ ქრისტემან ესეოდენი თავს-იდვა შენთჳს, და შენ სიტყუაჲცა არა თავს-იდვა მისთჳს? არამედ იგი თავს-იდებს ნერწყუვასა, და შენ იმკვები სამოსლითა შუენიერითა და ბეჭდებითა აბრწყინვებ ჴელთა; და იგი იყუედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს-იდებ, არამედ ეძიებ პატივსა. რაჟამს ვინმე გაგინოს, მოიჴსენე ქრისტესი, ვითარ აგინებდეს; უკუეთუ ვინ განგკიცხოს, მოიჴსენე, რამეთუ კიცხევით თაყუანისსცემდეს მას და ეცინოდეს, და არა თუ ბოროტი არა უყო, არამედ სიმშჳდითცა და ტკბილად თავს-იდებდა ყოველსავე.
მას უკუე ვჰბაძვიდეთ, ჵ ძმანო, და რომელი მან ჩუენთჳს თავს-იდვა, ჩუენ ჩუენთჳსვე არა მოვითმინოთა? რამეთუ რად განჰრისხნები მაგინე-
1 იოან. 1,11. 2 იოან. 17,14. 3 იოან. 5,26.
ბელისა შენისათჳს? უკუეთუ უსამართლოდ გაგინა, არა ჯერ-არს განრისხებაჲ, არამედ უფროჲსად წყალობაჲ მისი, რამეთუ შეცთომილ არს, უკუეთუ - სამართლად, მაშინ ჯერ-არს ყუდროებით მოთმენაჲ, რამეთუ სამართალსა იტყჳს. და უკუეთუ მდიდარიმცა იყავ და გლახაკად ვინ გიწოდა, რადმცა დაგეთუალა შენ სიტყუაჲ იგი? ანუ უკუეთუ გლახაკი იყო და გლახაკ გიწოდონ, ეგრეთვე არა განჰრისხნი, და სამართალ არნ. ეგრეთვე უკუე გულისხმა-ჰყოფდი ყოველსავე და კეთილად მოითმინო. უკუეთუ სხუათა წინაშე გაგინოს და გრცხუენოდის, მათ ყოველთაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ უფროჲსად კეთილ არს, რაჲთა იხილონ მათ ყოველთა მოთმინებაჲ შენი და გაქონ, და მას აბრალონ. და უკუეთუ არავინ იყოს მუნ ბრძენი, მაშინ უფროჲსად იხარებდ, რამეთუ ღმერთი ჰხედავს და წმიდანი ანგელოზნი მოთმინებასა შენსა და მუნ გაქებდენ, რამეთუ უმჯობეს არს ერთისა ანგელოზისა ქებაჲ, ვიდრე ყოვლისა სოფლისაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზთა? თჳთ თავადმან ღმერთმან გაქოს შენ.
ამათ ესევითართა გულისსიტყუათა მოვიგონებდეთ, რამეთუ არა თუ გუაგინოს ვინ, ბოროტ არს, არამედ უკუეთუ შური ვიძიოთ მის ზედა. და უკუეთუმცა არა კეთილ იყო დუმილით თავს-დებაჲ ამის საქმისაჲ, არამცა ეთქუა ქრისტეს, ვითარმედ: „უკუეთუ გცეს ვინ მარჯუენესა ყურიმალსა, მიუპყარ მეორჱცა“.1 არამედ ბოროტი ჩუენ ზედა ამისთჳს არს, რამეთუ კაცობრივთა საქმეთა ვეძიებთ და არა ღმრთისათა. გარნა ვისწავოთ ჴსენებაჲ თჳსთა ცოდვათაჲ და ესრეთ შემუსრვილად წარვვლოთ ცხორებაჲ ესე, რაჲთა მივიწინეთ ზეცად მცირედ-მცირედ, ვი-თარცა კიბითა, რამეთუ ამას მოასწავებდა კიბჱ იგი იაკობისი - ამაღლებასა სათნოებითი სათნოებად. აღვიდოდით უკუე კიბესა მას, რაჲთა მივიწინეთ ზეცად და ვპოვნეთ კეთილნი იგი საუკუნენი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 5,39; ლუკ. 6,29.