თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჰურიათა მრავალგზის ინებეს ქმნად და ვერ შეუძლეს. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ რაჟამს ნეფსით მისცა თავი თჳსი, მაშინ შეიპყრეს; უკუეთუ არა, ვერმცა შეეპყრა, ვითარ-იგი მრავალგზის ინებეს და ვერ შეუძლეს. ხოლო ერი იგი ვინაჲ იყო? არამედ წარმართნი იყვნეს მიზდებულნი.
იოანეს სახარება 18:3
2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.3. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით.4. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
იოანეს სახარება თავი 18