თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბოროტსა მას, არამედ ოდენ იტყჳთ, ვითარმედ ბოროტისმოქმედი არს, და საქმესა მას ბოროტსა ვერ შესწამებთ? ჰხედავა, რამეთუ ვერარას სადა ჰპოებდეს? ანა ჰკითხა სწავლისა მისისა და ვერარაჲ პოვა ბრალი, მიავლინა კაიაფაჲსა, და კაიაფა ვერარაჲვე პოვა, და მიიყვანა პილატესა; და პილატე ეტყჳს: „რასა შესმენასა მოიღებთ ამის კაცისათჳს?“ და ვერარას იტყჳან ჭეშმარიტსა. ამისთჳსცა ჰრქუა მათ პილატე:
იოანეს სახარება 18:30
29. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?30. მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით.31. უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება.
იოანეს სახარება თავი 18