თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო „წარწყმედად“ აქა არა ამას სიკუდილსა იტყჳს, არამედ საუკუნესა მას, ხოლო მახარებელმან ამას ზედაცა მოიღო იგი სიტყუაჲ; ხოლო ვითარ არა შეიპყრნეს მის თანა და მოსწყჳდნეს იგინიცა? და უფროჲსად, ვინაჲთგან პეტრე განარისხნა, ვინ იყო დამაყენებელ მათა? არავინ იყო სხუაჲ, არამედ ძალი იგი, რომელმან დასცნა პირსა ზედა, რომლისათჳსცა მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: არა წარვწყმიდე მათგანი ერითცა“. ხოლო პეტრე მინდობითა ამის სიტყჳსაჲთა და საქმეთა მათ, რომელნი იქმნებოდეს, შეიჭურა წინააღმდგომთა მათ ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ, რომლისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ;
იოანეს სახარება 18:9
8. მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.9. რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს.10. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.
იოანეს სახარება თავი 18