თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თავი თჳსი დასაჯა თჳთვე? რამეთუ უკუეთუ შენ გაქუს ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ, უბადრუკო და ამაოო, რამეთუ მიზეზსა არცა ერთსა ჰპოებ, რად არა განუტეობ? ვინაჲთგან უკუე თჳთ დაჰსაჯე თავი შენი. ამისთჳს ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს“ (19,11), რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მასცა ფრიადი ცოდვაჲ აქუს, დაღაცათუ მიმცემელთა უმეტესი აქუს. და მერმე დაამდაბლებდა მისსა გონებასა და ეტყოდა, ვი-თარმედ: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო“ (19,11), უჩუენებდა, ვითარმედ დიდი საიდუმლოჲ არს საქმჱ იგი და არა თუ ესრეთ ლიტონად ქმნილი. ხოლო რაჲთამცა ესმა რაჲ, თუ: „ზეგარდამო მოცემულ არს“, და ჰგონებდა, ვითარმედ გარეგან ბრალისა არს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უდიდჱსი ცოდვაჲ აქუს მათ“, რამეთუ აქა „მოცემასა“ არა თუ სხუასა რას იტყჳს, არამედ მიშუებასა, ესე იგი არს, ვითარმედ: შენდობილ არს ყოფად ამის საქმისა; არამედ არა თუ ამისთჳს გარეგან ბრალისა ხართ, - შეაშინა იგი სიტყჳთა. ამისთჳსცა ენება განტევებაჲ მისი, არამედ იგინი ღაღადებდეს: „უკუეთუ ეგე განუტევო, არა ხარ...
იოანეს სახარება 19:10
9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.10. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც?11. იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
იოანეს სახარება თავი 19