თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ნებსით თჳსით, თჳსითა პირითა განვარდეს ღმრთისა მეუფებისაგან და კეისარი აღირჩიეს მეუფედ. და ამისთჳს უფალმან მათისა სიტყჳსაებრ მისცნა კეისარსა, და ვინაჲთგან მისი მეუფებაჲ უარ-ყვეს, დაუტევნა იგინი, რომელნი ღაღადებდეს ჯუარსცუმად მისა. რამეთუ სიკუდილი იგი ჯუარს-ცუმისაჲ ბოროტ იყო და წყევასა ქუეშე, ამისთჳს ინებეს მით მოკლვაჲ, რაჲთამცა სრულიად აღჴოცეს მისი საჴსენებელი, და არა გულისხმა-ყვეს, თუ ვითარ გამოჩნდების ჭეშმარიტებაჲ და მისი იგი დიდებაჲ.
იოანეს სახარება 19:14
13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა.14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა.
იოანეს სახარება თავი 19