თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთად, რაჲთამცა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, და კუალად, თჳსსაცა თავსა განიმართლებდა, რამეთუ მათ ვინაჲთგან ვი-თარცა ძჳრისმოქმედი დასაჯეს და საქმისა ამის დამტკიცებაჲ ენება შეერთებითა მით ავაზაკთა თანა, ამისთჳს დაყოფად პირთა მათთა ქმნა ამან ესე, რაჲთა ყოველნი რომელნი იკითხვიდენ, ცნან, ვითარმედ თჳსსა ზედა მეუფესა აღდგეს. და ამისთჳს დააწესა წერილი იგი, რომელი ქადაგებდა მათსა უკეთურებასა და მისსა მეუფებასა, დაღაცათუ არა სრულიად და ვითარცა ჯერ-არს. და იყო წერილი იგი არა ებრაელებრ ოდენ, არამედ სამითა ენითა, ; რამეთუ ვინაჲთგან დღესასწაულისა მისთჳს სხუანიცა მრავალნი იყვნეს მუნ, ამისთჳს, რაჲთა ყოველთა ცნან საქმჱ იგი, ქმნა ესრეთ და განაქიქა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ. ხოლო იგინი განრისხნეს ამას ზედა, რამეთუ ჯუარსცუმულსაცა ეშურებოდეს. არამედ ჵ უშჯულონო, რასა გავნებდეს წერილნი იგი? რამეთუ უკუეთუ მოკუდავი არს და უძლური, ასონი იგი რასა გავნებენ? და რად გეშინის, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: „მეუფჱ ჰურიათაჲ“?3 არამედ არა უჯერო იყო საქმჱ იგი, გარნა...
იოანეს სახარება 19:19
18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად.
იოანეს სახარება თავი 19