მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 19:24

23. ჯარისკაცებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თვითეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, აგრეთვე კვართი; ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.24. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კვართზე იყარეს წილი.25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
იოანეს სახარება თავი 19
24. და ერთმანეთს უთხრეს: ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდებაო. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის, და ჩემს კვართზე იყარეს წილი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის