თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ საქმეთა მათ მიერ, რომელთა იგინი მოსწრაფე იყვნეს, წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღესრულებოდა. რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი, სხუათა მათ ორთა წჳვნი შემუსრნეს, ხოლო იესუჲსნი - არა, არამედ ჰურიათა მომადლებისათჳს ლახურითა უგუმირეს გუერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“ (19,37), და შემდგომად ამისა სარწმუნოებისა მიზეზ იქმნებოდა ურწმუნოთათჳს, ვითარ-იგი თომას, და კუალად საიდუმლოჲ საშინელი აღესრულებოდა, რამეთუ „გარდამოეცა სისხლი და წყალი“ (19,34). და არა ლიტონად და ცუდად გამოვიდეს ორნი ესე წყარონი, არამედ ვინაჲთგან ამათ ორთა მიერ არს საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ, და იციან მორწმუნეთა, რამეთუ წყლითა იშვებიან და სისხლითა და ჴორცითა უფლისაჲთა იზარდებიან; ამისთჳსცა წყალსა შევჰრევთ ღჳნოსა...
იოანეს სახარება 19:31
30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც.
იოანეს სახარება თავი 19