თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფჱ იყო იგი სამეოცდაათთაგანი, და სთხოვა პილატეს გუამი უფლისაჲ, ხოლო მან მისცა, რამეთუ რადმცა ჰშურდა, ვინაჲთგან მოეკლა? და შეეწია იოსებს ნიკოდემოსცა და პატივით დაჰმარხეს. რამეთუ ვითარცა ლიტონი კაცი შეერაცხა, ამისთჳს მიეხუნეს ესე სულნელებანი, რომელნი დასცვიდეს გუამსა მკუდრისასა განუხრწნელად მრავალ ჟამ. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს და დიდი სიყუარული და პატივი აჩუენეს მათ, დაღაცათუ არა ვითარცა სრულსა ღმერთსა ჰხედვიდეს. იხილე, ვითარ არავინ ათორმეტთაგანი მივიდა: არცა პეტრე, არცა იოვანე, არცა ვინ სხუათა წარჩინებულთაგანი, და ამასცა არა დაჰფარავს მახარებელი. რამეთუ უკუეთუ შიშისათჳს ვინ თქუას ჰურიათაჲსა, მათცა ეშინოდა და მოვიდესვე. ხოლო იოვანე მუნ დგა, განუტევა რაჲ სული, და არარაჲ ქმნა ესევითარი. არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ ესენი კაცნი იყვნეს ფრიად საჩინონი, და პილატჱსიცა მეცნიერი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და...
იოანეს სახარება 19:38
37. ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს.38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.39. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.
იოანეს სახარება თავი 19