თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად ისწრაფის ეშმაკი მარადის წარწყმედად ჩუენდა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა პოვოს ჩუენ თანა ყოვლადვე ადგილი, რაჲთა არა მცირედ-მცირედ ყოველივე ძალი თჳსი ჩუენ შორის დაამკჳდროს; რამეთუ ბოროტ არს და უგუნურება, უკუეთუ იგი ესრეთ ისწრაფდეს წარწყმედად ჩუენდა, და ჩუენ არა ვიღუწიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენი, რამეთუ მეშინის, ნუუკუე შორის სამწყსოსა აღიტაცოს მგელმან ცხოვარი და წარიღოს უდბებითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს წყლულებაჲ სულისაჲ, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან მისმან. და ამისთჳს სიტყუაჲ ჩემი ყოველთა მიმართ არს, ხოლო თითოეულმან, ვითარცა ენებოს, მიიღენ. რამეთუ მე არა უწყი, რომელი არს სნეულ, ანუ რომელი არს მრთელ, ამისთჳს ვიტყჳ მრავალსახეთა სიტყუათა: ოდესმე ანგაჰრებისათჳს, და კუალად ნაყროვანებისათჳს, და მერმე სიძვისათჳს, და კუალად მოწყალებისათჳს, რაჲთა ესრეთ თითოეულმან, რომელიცა ენებოს წამალი, მიიღოს, რამეთუ მეშინის, ნუუკუე ერთისა რაჲსმე ვნებისა კურნებასა ვიქმოდი მარადის, და უცნაურად სხუამან ვნებამან მოაკუდინოს ვინმე. ამისთჳს თჳთოსახეთა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა...
იოანეს სახარება 2:11
10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.12. ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ.
იოანეს სახარება თავი 2