📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა“ (2,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად ისწრაფის ეშმაკი მარადის წარწყმედად ჩუენდა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა პოვოს ჩუენ თანა ყოვლადვე ადგილი, რაჲთა არა მცირედ-მცირედ ყოველივე ძალი თჳსი ჩუენ შორის დაამკჳდროს; რამეთუ ბოროტ არს და უგუნურება, უკუეთუ იგი ესრეთ ისწრაფდეს წარწყმედად ჩუენდა, და ჩუენ არა ვიღუწიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენი, რამეთუ მეშინის, ნუუკუე შორის სამწყსოსა აღიტაცოს მგელმან ცხოვარი და წარიღოს უდბებითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს წყლულებაჲ სულისაჲ, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან მისმან. და ამისთჳს სიტყუაჲ ჩემი ყოველთა მიმართ არს, ხოლო თითოეულმან, ვითარცა ენებოს, მიიღენ. რამეთუ მე არა უწყი, რომელი არს სნეულ, ანუ რომელი არს მრთელ, ამისთჳს ვიტყჳ მრავალსახეთა სიტყუათა: ოდესმე ანგაჰრებისათჳს, და კუალად ნაყროვანებისათჳს, და მერმე სიძვისათჳს, და კუალად მოწყალებისათჳს, რაჲთა ესრეთ თითოეულმან, რომელიცა ენებოს წამალი, მიიღოს, რამეთუ მეშინის, ნუუკუე ერთისა რაჲსმე ვნებისა კურნებასა ვიქმოდი მარადის, და უცნაურად სხუამან ვნებამან მოაკუდინოს ვინმე. ამისთჳს თჳთოსახეთა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა განსწმიდნეთ თავნი თქუენნი ყოვლისაგან ვნებისა და ესრეთ ისმინნეთ სიტყუანი საღმრთონი, რომელნი-ესე დღესცა აღმოვიკითხენით:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა“ (2,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ: არა იგი იყო დასაბამი სასწაულთა მისთაჲო, არამედ კანას ოდენ გალილეაჲსასა იყო დასაბამ სასწაულთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე იყო დასაბამი კანას გალილეაჲსასა“. ხოლო ამისთჳს არცა ვიცილობი, არამედ ამას დავამტკიცებ, ვითარმედ პირველ ნათლის-ღებისა სასწაული არა უქმნიეს, არამედ შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო ქმნად სასწაულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გამოაცხადა დიდებაჲ თჳსი“ (2,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაცხადა დიდებაჲ თჳსი, რაოდენ-იგი მისგან ჯერიყო. უკუეთუ კულა ჰურიათა არა ჰრწმენა, ესე მათისა უკეთურებისა სახჱ არს, გარნა „მოწაფეთა მისთა ჰრწმენა“ (2,11), რამეთუ მუნ ჯერიყო ქმნაჲ სასწაულისაჲ, სადა სარწმუნოებად მოვიდოდეს მოწაფენი გინა სხუანი ვინმე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შთავიდა დედისა თჳსისა თანა კაფარნაუმდ და და ადგრა მუნ მცირედ ჟამ პატივისათჳს მისისა და ესრეთ აღვიდა იერუსალჱმდ და ქმნა მუნ საქმჱ იგი საკჳრველი და სავსე ფრიადითა ჴელმწიფებითა, რამეთუ მოფარდულნი იგი ზროხათა და ცხოვართანი და მეკერმენი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“.1 ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და სხუათა მრავალთა ესევითართა აღსრულებაჲ, რომელნი მათ მიერ შჯულისა გარდასლვად შერაცხილ იყვნეს, და რაჲთა არავის აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ წინააღმდგომ არს მამისა და შჯულისა დამჴსნელ, ამისთჳს ქმნა ესე; რამეთუ ვითარმცა ეგებოდა, თუმცა რომელმან-იგი ტაძრისათჳს ესეოდენი შური აჩუენა, და ტაძრისა მის მეუფისამცა, რომელი მას შინა იმსახურებოდა, მისამცა წინააღმდგომ იყო? რამეთუ პირველნიცა იგი ჟამნი, რომელნი შჯულიერად დაყვნა, კმა იყვნეს გამოჩინებად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს და დამჴსნელი შჯულისაჲ, არამედ ვინაჲთგან იგი ყოველთა დავიწყებად იყო, ამისთჳს ქმნა ესეცა წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა, რომელი შემოკრებულ იყო დღესასწაულსა, რაჲთა იხილონ ყოველთა, ვითარმედ მეძიებელი არს პატივისა ღმრთისაჲ, და რამეთუ ყოველსავე აღირჩევდა მოწევნად მის ზედა პატივისათჳს სახლისა მის. ხოლო არა თუ საქმით ოდენ, არამედ სიტყჳთაცა გამოაჩინა ერთობაჲ მისი ღმრთისა თანა, და რამეთუ არა თქუა, თუ: სახლსა წმიდასა, არამედ: „სახლსა მამისა ჩემისასა“. აჰა ესერა მამადცა უწოდა, და არა განრისხნეს, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ ესრეთ ლიტონად იტყჳს, ხოლო ვინაჲთგან იწყო დამტკიცებად სიტყუასა მას, მერმე შეუჴდა მათ შური. ხოლო აწ ჰრქუეს მას, ვითარმედ: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ (2,18). ჵ უგულისხმოებაჲ!
1 შდრ. მათ. 21,13; მარკ. 11,17; ლუკ. 19,45-46.
რამეთუ სასწაულსა ეძიებდეს დაცხრომად ბოროტისა მის საქმისა და ფრიადი იგი შური კეთილისაჲ არა აქუნდა სახედ მისისა დიდებულებისა და სათნოებისა. ხოლო მოწაფეთა მისთა, რომელნი სულისა სიკეთითა და სიწრფოებითა სავსე იყვნეს, მათ მოიჴსენეს წერილისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე“,1 არამედ მათ არა მოიჴსენეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი და ეტყოდეს: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ?“ რამეთუ მწუხარე იქმნნეს, რომელ ანგაჰრებისა მათისა მიზეზი დაჴსნად ენება, რაჲთამცა სიტყუათა მათთა მიერ დააყენეს იგი. ამისთჳსცა უფალმან არა მისცა მათ სასწაული, ვითარცა-იგი პირველ, რაჟამს ითხოვდეს სასწაულსა. და უფალმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნა-თესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“.2 და მაშინ ცხადად ჰრქუა მათ სიტყუაჲ იგი, ხოლო აქა - იგავითრე. და ამას იქმს მათისა მის უკუანაჲსკნელისა უგულისხმოებისათჳს, რამეთუ ხედვიდა სიბოროტესა გონებისა მათისასა; თუ არა, უკუეთუმცა არ ესრეთ იყო, არცამცა დააყენა ჩუენებად სასწაული, რომელი-იგი თჳნიერ მათისა თხოვისა მრავალგზის იქმნ სასწაულთა; ხოლო აქა, ვინაჲთგან იხილა უკეთურებაჲ მათი, ამისთჳს ჰრქუა მხედველმან მან გონებათამან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო“ (2,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალსა იტყჳს ესევითარსა, რომელი მაშინდელთა მათ არა საცნაურ იყო, ხოლო შემდგომთა მათ გამოეცხადა. და რაჲსათჳს უკუე ჰყოფსა ამას? რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ პირველითგანვე იცოდა ყოველი ყოფადი, ვითარცა-ესე ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ზედა იქმნა. და შემდგომად აღდგომისა მისისა მოეჴსენა მოწაფეთა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ, ხოლო რომელნიმე მაშინ განკჳრვებულ იყვნეს სიტყუასა მას ზედა, და რომელნიმე აცილობდეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ორმეოცდაექუსსა წელსა უკუანაჲსკნელისა მის აღშენებისათჳს იტყოდეს, რამეთუ პირველი ოც წელ სრულ იქმნა. ხოლო უფალმან რაჲსათჳს არა გამოაცხადა იგავი იგი და თქუა, ვითარმედ: ჴორცთა ჩემთათჳს ვიტყჳ და არა ტაძრისათჳს,3 არამედ დაიდუმა? რამე-თუ იცოდა, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას ურწმუნოებისა მათისაგან, რამეთუ, ერთად, აღდგომაჲ ურწმუნოდ აქუნდა, და მერმე, ესეცა არავე ჰრწმენა, თუ ღმერთ არს იგი, რომელ-ესე ორივე მოასწავა უფალმან ერთითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „დაჰჴსენით
1 იოან. 2,17; ფსალმ. 68,10. 2 მათ. 12,39; 16,4; ლუკ. 11,29. 3 შდრ. იოან. 2,21.
ტაძარი ესე, და მესამე დღესა აღვაშენო ესე“. რამეთუ ითხოვეს რაჲ მათ სასწაული, ესე ჰრქუა მათ უფალმან ამისთჳს, რამეთუ არარაჲ იყო სხუაჲ ესრეთ გამომაჩინებელ, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, ვითარ ესე, რომელ სიკუდილსა ესრეთ მძლე ექმნა და მძლავრებაჲ მისი და მძიმე იგი ბრძოლაჲ მისი ესრეთ კეთილად დაჰჴსნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“;1 რა-ჟამს-იგი აღვდგე და ყოველი სოფელი ჩემდა მოვიზიდო, მაშინ სცნათ, ვითარმედ ამას ყოველსა ვითარცა ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდ-შობილი ვიქმოდე. ხოლო იგინი სავსე იყვნეს უკეთურებითა, ამისთჳსცა რომელთამე სიტყუათა უფლისათა ყოვლადვე არა ისმენდეს, და რომელთამე ისმენდეს უკეთურითა გონებითა.
ხოლო ესე საძიებელ არს, თუ ვითარ არა უწყოდეს მოწაფეთა, ვი-თარმედ მკუდრეთით აღდგომაჲ ეგულებოდა? გარნა ჯერეთ მადლსა სულისა წმიდისასა არღა ღირსქმნულ იყვნეს, ამისთჳსცა ზედაჲსზედა ესმოდეს სიტყუანი აღდგომისანი და ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ, არამედ იგონებდეს, თუ რაჲ არიან სიტყუანი იგი; რამეთუ ფრიად საკჳრველ არს და უცხო სიტყუად აღდგინებაჲ თავისა თჳსისაჲ მკუდრე-თით. ამისთჳსცა პეტრესცა შეჰრისხნა, რამეთუ არღა იცოდა მან აღდგომისათჳს და ეტყოდა, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“.2 ხოლო ქრისტემან არა გამოუცხადა პირველ აღდგომისა ძალი სიტყჳსაჲ მის, რაჲთა არა ურწმუნო იქმნნენ ამისთჳს, რამეთუ საქმჱცა იგი ფრიად საკჳრველ იყო, და უფალსაცა ჯერეთ ვერ ფრიად კეთილად იცნობდეს, თუ ვინ არს. ამისთჳს არა გამოუცხადა, ვიდრემდის საქმით აღესრულა სიტყუაჲ მისი, რამეთუ საქმით აღსრულებულსა სიტყუასა არავინ ურწმუნო იქმნების, ხოლო სიტყუასა ოდენ მრავალნი ურწმუნო იქმნებიან. ამისთჳსცა, ვინაჲთგან სიტყუაჲ მისი საქმით აღესრულა, მაშინ მისცა მათ გულისხმის-ყოფაჲ პირველთქუმულთაჲ მათ სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა იტყოდა, ვითარმედ: „მან გასწაოს და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რომელსაცა გეტყოდე თქუენ“.3 რამეთუ რომელთა-იგი ღამესა მას შეპყრობისა მისისასა დაუტევეს და ივლტოდეს, ვითარმცა მოიჴსენნეს ყოველთა მათ ჟამთა ქმნულნი და თქუმულნი, უკუეთუმცა არა სული წმიდაჲ მოაჴსენებდა მათ, რომელ-იგი მოსცა მათ ღმერთმან, და მათ შეიწყნარეს თჳსისა სათნოებისა სიკეთითა? რამეთუ პირველად მადლისა მიერ ღმრთისა იქმნა მათ ზედა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ ესრეთ მდიდრად და დიდებულად, ხოლო დამჭირვაჲ მადლისაჲ მის მათისა სათნოებისა მიერ იქმნა, რამეთუ მოქალაქობაჲ აჩუენეს ბრწყინვალჱ და შრომანი დიდნი და შეურაცხ-ყვეს ცხორებაჲ ესე წარმავალი და კა-
1 იოან. 8,28. 2 მათ. 16,22. 3 იოან. 14,26.
ცობრივსა არარას მიჰხედნეს, არამედ უზეშთაეს იქმნნეს მის ყოვლისა და ვითარცა ფრთოსანნი ზეცად აღფრინდეს; ამისთჳსცა მიუწდომელად აქუნდა მადლი სულისა წმიდისაჲ.
სწავლაჲ კგ მოწყალებისათჳს
მათ უკუე ვჰბაძვიდეთ ჩუენცა და ნუმცა დავჰშრეტთ ლამპართა ჩუენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ, რამეთუ ამის ცეცხლისა ნათელი უშრეტ არს. შევკრიბოთ ჭურჭელთა ჩუენთა ზეთი, ვიდრეღა აქა ვართ, რამეთუ მუნ არა არს სავაჭროჲ, არცა ვინ მიიღოს სხჳსა ვისგან, გარნა ჴელთაგან გლახაკთაჲსა. შევკრიბოთ უკუე აქავე მდიდრად, უკუეთუ გუნებავს სიძისა მის თანა შესლვაჲ და არა გარე დაშთომაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბევრეული სათნოებაჲ წარვჰმართოთ, თჳნიერ მოწყალებისა ვერ შევიდეთ სასუფეველსა. არამედ მოვიგოთ იგი მოსწრაფედ, რაჲთა საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.