მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 2:5

4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი.5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო.
იოანეს სახარება თავი 2
5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აქუს მოძღურებასაცა მრავალი შრომაჲ, არამედ ამის შრომისა თქუენ უფალ ხართ, რაჲთა ანუ დაგჳმძიმოთ, ანუ აღგჳსუბუქოთ. რამეთუ უკუეთუ თქუენ გარემიაქცევდეთ სიტყუათა ჩუენთა და არა აღასრულებდეთ მათ საქმით, დაამძიმებთ შრომასა ჩუენ ზედა; უკუეთუ კულა კეთილად აღასრულებდეთ სიტყუათა ჩუენთა, არა შრომად, არამედ სიხარულად გუაქუს საქმჱ იგი, რაჟამს ვხედვიდეთ ნაყოფსა სიტყუათა ჩუენთასა. აწ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა არა საწყინოდ გუაქუნდეს საქმჱ ესე, გჳჩუენეთ ნაყოფი სიტყუათა ჩუენთაჲ, რაჲთა შემდგომსაცა სიხარულით აღვასრულებდეთ. რამეთუ არა მცირე საძიებელი გუაქუს დღესცა, ვითარმედ დედამან უფლისამან ჰრქუა მას, ვი-თარმედ: „ღჳნოჲ არა აქუს“. და თავადმან მიუგო: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე საქმჱ ქმნა, რაჲ-იგი დედამან მისმან ჰრქუა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის