მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 20:12

11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ12. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.
იოანეს სახარება თავი 20
12. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის