📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს კარი გულისხმის-ყოფისაჲ. და სახჱ სხდომისა მათისაჲ კითხვად მოიყვანებდა მას. რამეთუ ვინაჲთგან იგი ვერ იკადრებდა კითხვად, ამისთჳს მათ იწყეს პირველ სიტყუად. ხოლო ესრეთ რაჲ ჰრქუა მან? ვითარმედ: „აღიღეს უფალი ჩემი, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,13). რასა იტყჳ, მარიამ, ჯერეთ ვერ გულისხმა-გიყოფიესა აღდგომაჲ? ჰხედავთა, ვითარ ჯერეთ უმეცარ იყვნეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე“ (20,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს ქმნა ესე, რამეთუ ჰკითხა მათ, და ვიდრეღა მათ არა მიეგო, გარემიიქცა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ იტყოდა რაჲ იგი ამას, მეყსეულად უკუანა კერძო მისა გამოჩნდა ქრისტე, და შეშინდეს ანგელოზნი, იხილეს რაჲ მეუფჱ, შეშინდეს სახითაცა და პირითა. და ვითარცა იხილნა იგინი მარიამ ესრეთ, მიიქცა გარე, რამეთუ უფალი ანგელოზთა საშინელად ეჩუენა, ხოლო მას - არა ესრეთ, რაჲ-თამცა არა შეეშინა, რამეთუ რომელი ესრეთ მდაბალი იყო, ვერ თავსიდებდა ჯერეთ საქმესა მას. ამისთჳს სხჳთა სახითა ეჩუენა, ვიდრეღა მას მემტილჱ იგი ეგონა, ხოლო უფალმან ჰკითხა მას: „დედაკაცო, ვის ეძიებ?“ (20,15). და მან ცნა რაჲ, ვითარმედ: იცის, რასა ვეძიებ, ამისთჳს ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“ (20,15). ხოლო უფალმან იხილა რაჲ მოსწრაფებაჲ მისი, გამოუცხადა მას თავი თჳსი, რამეთუ თავადსა ოდეს ჰნებავნ, იცნიან იგი, და ოდეს ჰნებავნ, დაეფარის. და აქაცა, ოდეს ესე ჰრქუა, ვითარმედ: „მარიამ!“ და მეყსეულად იცნა მან უფალი და მიიხილა გარე.1 ხოლო ვითარ მიიხილა მან გარე, ვინაჲთგან მას ეტყოდა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ ჰკითხა რაჲ: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“, მეყსეულად მიიქცა ანგელოზთა კერძო, რაჲთამცა ჰკითხა მათ, თუ რად განკჳრდეს ესრეთ, და მაშინ ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „მარიამ!“ ხოლო მას ესმა რაჲ და იცნა ჴმაჲ მისი, მიიქცა მისავე, რამეთუ ჴმისაგან იცნა იგი. და უკუეთუ ვინ თქუას: და სადაჲთ საცნაურ არს, თუ ანგელოზთა მიმართ მიიქცა? და ესე სადაჲთ საცნაურ არს, თუ შეეხო მას? არამედ ვითარცა ესე ამისგან საცნაურ არს, რამეთუ თქუა უფალმან: „ნუ შემომეხები მე“ (20,17), ეგრეთვე იგი მისგან საცნაურ არს, რამეთუ იტყჳს: „მიიხილა მან გარე“ (20,16). ხოლო რაჲსათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „ნუ შემომეხები მე“? ვჰგონებ, ვითარმედ ენება ესრეთ ყოფად მის თანა, ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა, და სიხარულით „მირბიოდა შემთხუევად“ (20,16) და ვერ გულისხმა-ყო, რამეთუ აწ არა ჯერ-არს ესრეთ შეხებად მისა, და ამისთჳს ჰრქუა იესუ, ვითარმედ: „ნუ შემომეხები მე“. და უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ნუ შემომეკადრები, ვითარცა პირველ, რამეთუ არღარა ესრეთ არიან საქმენი, და არცაღა მეგულების ესრეთ თქუენ თანა ყოფაჲ, დასაბრკოლებელ იყო მისისა უძლურებისა, რამეთუ ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა“ (20,17), ესე უმჯობეს იყო, რამეთუ თქუა რაჲ: „არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა“, ამას მოასწავებდა, ვი-თარმედ: მუნ აღვალ და არღარა ყოფად ვარ კაცთა თანა, და არა ჯერარს, რაჲთა ესრეთ მხედვიდეთ, ვითარცა პირველ. და მერმე ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ და არქუ ძმათა ჩემთა: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ (20,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ეგულებოდა მეყსა შინა აღსლვაჲ, არამედ შემდგომად ორმეოცისა დღისა, და რად ჰრქუა აწ? არამედ ენება, რაჲ-თამცა მას დაარწმუნა, ვითარმედ ზეცად აღვალს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“, ესე ბუნებისა მის კაცობრივისა მისისაჲ არს, და აღსლვაჲ ზეცად ჴორცთა ბუნებისათჳს არს, რამეთუ მისა მიმართ იყვნეს სიტყუანი ესე, რომელ ვერარას მაღალსა საქმესა გულისხმა-ჰყოფდა, ხოლო სხუაებრ არს მისი მამაჲ და სხუაებრ - ჩუენი. რამეთუ უკუეთუ ღმერთი მართალთა კაცთაჲ სხუაებრ ღმერთი არს და სხუათა კაცთაჲ - სხუაებრ, მაშა ვითარ არა უფროჲსად ძისაჲ და ჩუენი? რამეთუ მისი ბუნებით არს მამაჲ, ხოლო ჩუენი - დამბადებელობისა მადლითა, და კუალად ჩუენი ბუნებით არს ღმერთი, ხოლო მისი - განგებულებითა
1 შდრ. იოან. 20,16.
მით ჴორცთა ბუნებისაჲთა. და ჴორცთა ბუნებითაცა არა ვითარცა ჩუენი არს მამაჲ, ეგრეთვე მისი, ვითარცა-იგი არა სწორად არს მართალთაჲ და სხუათა კაცთაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბუნებითა ჴორცთაჲთა ძმად ჩუენდა იქმნა, არამედ ფრიადი განყოფილებაჲ იყო, რამეთუ მას ეგულებოდა ჯდომაჲ საყდართა მათ მამულთა, ხოლო მათ - წინაშე მისა დგომაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მიუთხრა მათ სახჱ და სიტყუანი მისნი და ვითარ იხილა, ხოლო ვინაჲთგან ესმა მოწაფეთა, ანუ ურწმუნოებაჲ ეგულებოდა მისი, ანუ შეწუხებაჲ, რამეთუ არა ღირს-ყვნა იგინი ხილვასა თჳსსა, რომელთადა აღეთქუა ხილვაჲ შემდგომად აღდგომისა. ამისთჳს, რაჲთა არა წუხდენ, ვითარცა შემწუხრდა, ეჩუენა მათ დიდითა საკჳრველებითა კართა ჴშულთა,1 და მწუხრი ამისთჳს, რამეთუ უფროჲსად მწუხრსა იყო საკჳრველ, და რამეთუ მწუხარებაჲცა მწუხარეთაჲ ღამით უფროჲსად განმრავლდების, ხოლო დღისი კარნი ღია იყვნეს, და ამისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“2 ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“,3 და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.4
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“,5 ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“,6 რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხოლო დედათა უფალმან პირველ ყოვლისა სიხარული ახარა,7 რამეთუ მწუხარებასა შინა იყო იგი ნათესავი. და ამისთჳს შემსგავსებულად მამათა ბრძოლისა ახარა მშჳდობაჲ, ხოლო დედათა მწუხარებისათჳს ახარა სიხარული, და რამეთუ ყოველივე რაჲ წარჰმართა, აწ იტყჳს საქმესა
1 შდრ. იოან. 20,19. 2 შდრ. იოან. 20,19-21; ლუკ. 24,36-40. 3 იოან. 14,27. 4 იოან. 16,33. 5 იოან. 16,22. 6 იოან. 20,19,21,26. 7 შდრ. მათ. 28,9.
მას ჯუარისასა, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ხოლო ვინაჲთგან ყოველი დამაყენებელი საქმჱ დაჴსნილ იყო და ძლევაჲ იგი ბრწყინვალედ იქმნა, მერმე ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ“ (20,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არღარაჲ არს თქუენ ზედა სიძნელჱ, ვინაჲთგან მე მიძლევიეს და წარგავლინებ. და ამას ადგილსა ახარებს სულსა მათსა და მხიარულ-ჰყოფს, რაჟამს ესმა მათ, ვითარმედ თავადისა უფლისა საქმესა ეგულების ქმნად, და არღარა ევედრების მამასა, არამედ ჴელმწიფებით მისცემს მათ მადლსა და ძალსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვითარცა მეუფჱ ვინ წარავლენნ მთავართა თჳსთა და მისცის ჴელმწიფებაÁ შთაგდებად საპყრობილესა და განტევებად, ეგრეთვე უფალი წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, ესევითარი მისცა ჴელმწიფებაჲ. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა პირველ, ვითარმედ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და აწ აქა მისცემს სულსა? რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: არა სული წმიდაჲ მისცა, არამედ შთაბერვითა მით მზა-ყვნა და კეთილ, შეწყნარებად მისა მო-რაჲვიდეს. რამეთუ უკუეთუ ანგელოზი იხილა რაჲ დანიელ, განჰკრთა და შეშინებულ იქმნა,1 ვითარმცა თავს-იდვეს მათ საშინელი იგი მადლი, არა თუმცა პირველვე განმზადებულ იყვნეს იგინი? ამისთჳსცა არა ჰრქუა, თუ: მიგიღებიეს სული წმიდაჲ, არამედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“. და კუალად ესეცა არა უჴმარ არს, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ: მაშინცა მიიღეს ძალი და ჴელმწიფებაჲ სულიერი, და არა ესრეთ, რაჲთა მკუდარ-თა აღადგინებდენ და ძალთა იქმოდიან, არამედ რაჲთა ცოდვათა შეუნდობდენ მათ, რომელნი მოიქცეოდიან ღმრთისა და ინანდენ ცოდვა-თა თჳსთა; რამეთუ მრავალ არიან მადლნი სულისა წმიდისანი, და აქა ამის ერთისა ოდენ საქმისა მადლი მიიღეს, ხოლო შემდგომად დღისა მის მეერგასისისა ყოველთა სასწაულთა და ძალთა და ენათა მადლი მიიღეს, რამეთუ მიუწდომელ არს მადლი სულისა წმიდისაჲ, და მრავალსახე არიან ნიჭნი მისნი. ხოლო ესე იქმნა, რაჲთა სცნა, ვითარმედ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ნიჭი ერთ არს, რამეთუ რომელ საგონებელ იყოს, თუ მამისაჲ ოდენ არს, იპოვების იგი, ვითარმედ ძისაჲცა არნ და სულისა წმიდისაჲცა თჳნიერ უშობელობისა და შობილობისა და გამოსლვისა, რა-
1 შდრ. დან. 7,13,15.
მეთუ უშობელობაჲ არს მამისაჲ, და შობილობაჲ - ძისაჲ, და გამოსლვაჲ - სულისა წმიდისაჲ, ხოლო სხუაჲ ყოველივე მათი ერთ არს. და რაჲ არს მამისაჲ, არს ძისაჲცა და სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არავინ მოვალს ძისა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“.1 არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“;2 და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“,3 და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“.4 რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეჰენიად წარვალს; და მრავალგზის თჳთ კეთილად არნ და თქუენთა ცოდვათათჳს წარწყმდის, უკუეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისაჲ, არა ქმნას. ამისთჳს უკუე ჯერ-არს, რაჲთა პატივ-სცემდეთ მღდელთა, რამეთუ ესე მოასწავა მოციქულმან, ვითარმედ: „იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სიტყჳსა თანააც მიცემაჲ“.5 ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა პატივს-სცემდეთ, რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.
ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან ქმნად, იქმოდეთ“.6 ხოლო აწ ვერვინ იტყჳს, თუ: მოსჱს საყდარსა ზედა დასხდენ მღდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლაჲ აქუს და ამისთჳს ჯერ-არს პატივი მათი. არა ჰხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი ჰმორჩილობენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა
1 იოან. 6,44. 2 იოან. 14,6. 3 1 კორ. 12,3. 4 ებრ. 13,17. 5 ებრ. 13,17. 6 შდრ. მათ. 23,2-3.
იყვნენ? და უკუეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ღმრთისა დადგენილთაჲ არა უფროჲსად ჯერ-არსა პატივი? რაჲ უკუე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არაგანკითხვაჲ მოყუსისაჲ, და იგინი მღდელთა აგინებენ და შეასმენენ?
ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ ამისთჳს, ვითარმედ რომელნი მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა,2 თქუენმცა არა მოგცა მადლი მღდელთა მიერ და სული წმიდაჲ მოგანიჭოს? რამეთუ არცა წმიდაჲ სიწმიდითა თჳსითა მოიყვანებს მადლსა მას, არამედ მადლი იგი იქმს ყოველსავე; რამეთუ არა თუ კაცი მღდელი, არამედ არცა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი რასა იქმს ნიჭთა მათ შინა ღმრთისათა, არამედ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ არს, რომელი ყოველსა განაგებს, ხოლო მღდელი თჳსსა ენასა ავასხებს და ჴელსა მისცემს. რამეთუ რადმცა ევნებოდა მადლსა მას მღდელისა მის მიერ მორწმუნეთა ზედა? ამისთჳს უკუე, რომელთა ესე უწყით, ღმრთისაგანცა გუეშინოდინ და მღდელთა პატივ-ვსცემდეთ, რაჲთა ესრეთ სასყიდელი მოვიღოთ ღმრთისაგან მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. რიცხ. 22,23-30. 2 შდრ. რიცხ. 24,1-24.