თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს ქმნა ესე, რამეთუ ჰკითხა მათ, და ვიდრეღა მათ არა მიეგო, გარემიიქცა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ იტყოდა რაჲ იგი ამას, მეყსეულად უკუანა კერძო მისა გამოჩნდა ქრისტე, და შეშინდეს ანგელოზნი, იხილეს რაჲ მეუფჱ, შეშინდეს სახითაცა და პირითა. და ვითარცა იხილნა იგინი მარიამ ესრეთ, მიიქცა გარე, რამეთუ უფალი ანგელოზთა საშინელად ეჩუენა, ხოლო მას - არა ესრეთ, რაჲ-თამცა არა შეეშინა, რამეთუ რომელი ესრეთ მდაბალი იყო, ვერ თავსიდებდა ჯერეთ საქმესა მას. ამისთჳს სხჳთა სახითა ეჩუენა, ვიდრეღა მას მემტილჱ იგი ეგონა, ხოლო უფალმან ჰკითხა მას: „დედაკაცო, ვის ეძიებ?“ (20,15). და მან ცნა რაჲ, ვითარმედ: იცის, რასა ვეძიებ, ამისთჳს ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“ (20,15). ხოლო უფალმან იხილა რაჲ მოსწრაფებაჲ მისი, გამოუცხადა მას თავი თჳსი, რამეთუ თავადსა ოდეს ჰნებავნ, იცნიან იგი, და ოდეს ჰნებავნ, დაეფარის. და აქაცა, ოდეს ესე ჰრქუა, ვითარმედ: „მარიამ!“ და მეყსეულად იცნა მან უფალი და მიიხილა გარე. ხოლო ვითარ მიიხილა მან გარე, ვინაჲთგან მას ეტყოდა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ...
იოანეს სახარება 20:14
13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.
იოანეს სახარება თავი 20