მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 20:26

25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.
იოანეს სახარება თავი 20
26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის