მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ.1 არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა?2 რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და ვითარ, რამეთუ იგი ჰრწმენა და ესე - არა? რამეთუ ესე ფრიად საშინელი საქმჱ იყო. იხილე უკუე ჭეშმარიტებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ ყოველსავე ნაკლულევანებასა თჳსსა და მოყუასთასა ჭეშმარიტებით იტყჳან. ხოლო გამოჩნდა ქრისტე და არა მოელოდა სმენად მის მიერ რაჲსამე, არამედ თჳთ უსწრო და მოუწოდა, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ოდეს იტყოდა იგი, ვითარმედ: არა მრწამს, ესმოდა მას, რამეთუ არარაჲ დაეფარვოდა. და ჰრქუა: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და დასდევ ჴელი შენი გუერდსა ჩემსა“ (20,27). ჰხედავა, ვითარნი იყვნეს პირველ მიღებისა სულისა წმიდისა უძლურ? არამედ მიერითგან ჭეშმარიტად სრულ იქმნნეს. ხოლო ვინაჲთგან ჰრწმენა და თქუა, ვი-თარმედ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას უფალმან: რამეთუ მიხილე მე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (20,28-29). რამეთუ ესე არს სარწმუნოებაჲ, რაჟამს რომელი არა ეხილვოს, იგი ჰრწმენეს. ხოლო აქა არა მოწაფეთა ოდენ ჰნატრის, არამედ ყოველთა მორწმუნეთა. რამეთუ მოწაფეთაცა ჰრწმენა უხილავად აღდგომაჲ, იხილნეს რაჲ ტილონი და სუდარი ოდენ მარტოდ. და აწ უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: ნეტარ თუმცა ყოფილ ვიყავ მათ დღეთა და მეხილვნესმცა ქრისტეს სასწაულნი, ისმინენ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა დაგჳკჳრდეს, თუ ვითარ გუამსა მას უხრწნელსა ეყვნეს

1 შდრ. იოან. 20,25. 2 შდრ. იოან. 20,26.

სასწაულნი წყლულებათანი და შესახებელ იყო ჴელთა მიერ მოკუდავ-თა, არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ განგებულებისაჲ იყო საქმჱ იგი, რამეთუ რომელი-იგი ესრეთ თხელი და წულილი იყო, რომელ ჴშულთა კართა შევიდა, დასამტკიცებელად აღდგომისა თჳსისა ქმნა ესე და რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ჯუარსცუმული. და ამისვე მიზეზისათჳს ჭამაცა და უჩუენნა წყლულებანი.1 და არა თუ სიზრქჱ იყო მაშინ ჴორცთა მისთა შინა, არამედ ყოველსავე მაშინ მოწფისა მისთჳს იქმოდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ“ (20,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი;2 არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს, ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ჯერ-იყო ქმნაჲ სასწაულთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ აღდგა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა ზედაჲსზედა იქცეოდა მათ თანა, ვითარ-იგი პირველ, რამეთუ ეჩუენა მწუხრსა და მიეფარა, და კუალად შემდგომად რვისა დღისა, და კუალად ზღუასა ზედა. ხოლო რაჲ არს, ვითარმედ: „გამოუცხადა“? ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ უხილავი იყო უხრწნელი იგი და შეუხებელი გუამი მისი და შეუძლებელ იყო ხილვაჲ მისი, არა თუმცა თავადმან გამოაცხადა თავი თჳსი. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა ადგილი იგი? გამოაჩინებს, ვითარმედ შიში მათი განაქარვა, და ვიდრეცა უნდა, იქცეოდეს; და მივიდეს თევზობად, რამეთუ ვინაჲთგან თავადი არა მათ თანა იყო და სული წმიდაჲ არა მოეღო, ამისთჳს საქმჱ არარაჲ აქუნდა და ითევზობდეს ჴელოვნებითა თჳსითა. და იყვნეს პეტრე და თომა და ნათანაელ ფილიპეს მიერ წოდებულ და ძენი ზებედჱსნი და სხუანი ორნი. და სხუანი მოწაფენი შეუდგეს და იჭირვოდეს.3 და მაშინ მოვიდა უფალი და ჰრქუა მათ: „ნუუკუე საჭმელი რაჲ გაქუსა?“ (21,5). არა კაცობრივსა სიტყუასა ეტყჳს? და ვითარცა თქუეს რაჲ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს, უბრძანა მარჯუენით კერძო შთაგდებაჲ ბადისაჲ, და

1 შდრ. ლუკ. 24,39-43. 2 შდრ. იოან. 20,30-31; 21,25. 3 შდრ. იოან. 21,2-3.

შთააგდეს რაჲ, მიემთხჳნეს თევზსა.1 მაშინ იცნეს იგი და მაშინ კუალად თჳსნი გონებანი გამოაჩინნეს მოწაფეთა, პეტრე და იოვანე, რამეთუ პეტრე უმჴურვალჱსი იყო, ხოლო იოვანე - უმაღლჱს, და პეტრე - უმალჱს, ხოლო იოვანე - უგულისხმისმყოფელჱს. ამისთჳს იოვანე პირველ იცნა უფალი, და პეტრე პირველად მივიდა მისა, რამეთუ არამცირედნი იყვნეს საკჳრველნი - შეპყრობაჲ იგი თევზისა ფრიადისაჲ და არაგანპებაჲ ბადისაჲ და პოვნაჲ ნაკუერცხალისა და თევზისაჲ ზღჳსკიდესა, რამეთუ არღარა შეშაჲ ეჴმარებოდა ცეცხლისათჳს.2 ხოლო ვითარცა განვიდეს, თქუა უფალმან: „მოვედით და ვისადილნეთ. და არავინ იკადრა კითხვად მისა“ (21,12), რამეთუ არღარა აქუნდა ესევითარი კადნიერებაჲ, არცა ეტყოდეს მას, არამედ დუმილით სხდეს და შიშით და ჰხედვიდეს, ვინაჲთგან იცოდეს, ვითარმედ უფალი არს.3 რამეთუ ესე იცოდეს, ვითარმედ იგი არს, არამედ სახესა მას სხუასა ხედვიდეს და ფერსა საშინელსა, და ენება კითხვად მისთჳს და ვერ იკადრებდეს, არამედ ჭამდეს, რაჲ-იგი მას საკჳრველებით მოეცა. რამეთუ აქა არა აღიხილავს ზეცად, არცა იქმს კაცობრივთა საქმეთა, რაჲთამცა გულისხმა-უყო, ვითარმედ იგიცა ყოველი განგებულებით იყო. ხოლო ბრძანა მოღებაჲ მათცა თევზთაგან, რომელ შეეპყრა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა უცნებაჲ იყო საქმჱ იგი. აქა უკუე არა იტყჳს, ვითარმედ: ჭამა მათ თანა, გარნა ლუკა იტყჳს, ვი-თარმედ: „ჭამა მათ თანა“,4 ხოლო თუ ვითარ ჭამა, არა ჩუენი არს ამისი თქუმაჲ, რამეთუ უცხოჲთა რაჲთმე საქმითა იქმნებოდა; არა თუ ბუნებასაღა უჴმდა ჭამადი, არამედ განგებულებით იქმოდა მათთჳს.

სწავლაჲ პზ მოთმინებისათჳს და ვნებათათჳს

აწ, ოდეს გესმოდიან ესე, ნუუკუედა ლმობიერ იქმნებით და ჰნატრით მათ, რომელნი მის თანა იყვნეს და რომელთა ეგულების მას დღესა ყოფაჲ მის თანა. ვისწრაფოთ ხილვად პირისა მის მისისა ბრწყინვალისა ტკბილად მას დღესა. გევედრები, ნუმცა უკუე დავემჴობვით ესევი-თარისა მის დიდებისაგან, რამეთუ არა ძნელ არს საქმჱ ესე, არცა მძიმე, უკუეთუ ოდენ ჩუენ გუენებოს და მოვითმინოთ მისთჳს ყოველივე, რაჲთა მის თანა ვსუფევდეთ და ვიდოდით აქა იწროსა მას შინა გზასა. რამეთუ დაღაცათუ იწროდ ჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩუენდა. აღვიხილნეთ უკუე ზეცად თუალნი ჩუენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისაჲ სიხარულით

1 შდრ. იოან. 21,5-6. 2 შდრ. იოან. 21,7-11. 3 შდრ. იოან. 21,12. 4 ლუკ. 24,43.

თავს-ვიდვათ, და ვერრომელმან საქმემან სოფლისამან დაგჳმონნეს. უკუეთუ ქრისტე შევიყუაროთ, არცაღა თუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყუარულისა ძალი. ვთქუათ ჩუენცა: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან“,1 და შემდგომი ამისი. რამეთუ იხილე, ვითარ მოციქულმან არა თქუა საფასჱ, ანუ გულისთქუმაჲ, ანუ სხუაჲ ესევითარი რაჲმე, რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათჳს თქუა: სიკუდილისათჳს და დევნულებათა და ცეცხლისა და მახჳლისა; და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არარად შეჰრაცხნა, ხოლო ჩუენ საფასეთათჳს და გულის-თქუმათათჳს ბილწთა განვვარდებით ცხორებისაგან და ნათლისა; და პავლე სიკუდილი და ცხორებაჲ და საწუთროჲ და საუკუნოჲ და ყოველივე არარად შეჰრაცხა ქრისტეს სიყუარულსა თანა, ხოლო ჩუენ მცირე გულისთქუმაჲ ყოველსა მას დაგუავიწყებს და ვფუცავთ და ვიტაცებთ და ვახშსა მივსცემთ და ჴორცთა ბილწებასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიჴსენებთ, რამეთუ მართალი იგი გზაჲ ცხორებისაჲ დაგჳტევებიეს და არა მოვიჴსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, არცა კეთილთა მათ, რომელთა დავიჭირვებთ. რამეთუ უკუეთუ სიტყჳსაებრ უფლისა არა გარდაემატოს სიმართლჱ ჩუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, და გეჰენიად მივალთ,2 რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, უკუეთუ მათოდენიცა არა იყოს? არამედ ნუ, საყუარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფვით, გარნა ვისწრაფოთ შეყუარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყუარნა ჩუენ, რაჲთა ვპოვოთ საუკუნოჲ განსუენებაჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 რომ. 8,35. 2 შდრ. მათ. 5,20.