მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 20:28

27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
იოანეს სახარება თავი 20
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1980 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს:

...ებს და უთხრა: „მშვიდობა თქვენთანა!“ შემდეგ მიმართა მოციქულ თომას და ჰრქუა: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელჩი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ (). თომა მოციქულმა მაშინღა უპასუხა:უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (). იგივე დიალოგი გრძელდება დღეს ჩვენთან, თუმცა ტექნიკურ-მეცნიერული რევოლუციის ორომტრიალში ვიმყოფებით, ჩვენ გვწამს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერი იცოდეს, საბოლოოდ მოიკრებს სულიერ ძალებს, მისთვის გაცხადდება დაფარული და მსგავსად თომა მოციქულისა შეღაღადებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! დიალოგი დაწყებულია, დაველოდოთ მის დამთავრებას...

მეტად რთულია ის პრობლემები და სიტუაციები, რომლებიც წარმოიშვებიან ცხოვრებაში, მაგრამ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიჩვენა გამოსავალი - მისი მოძღვრების განხორციელება ადამიანთა ცხოვრებაში.

ყველა მცნებას მოიცავს უკვდავი ნათქვამი: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებდა და აწუხებს ქრისტიანს, ეს გახლავთ ადამიანის დამოკიდებულება ქვეყნისადმი. ალბათ საჭიროა, რაღაც საშუალოს გამონახ...

სრულად ნახვა