მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 20:3

2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
იოანეს სახარება თავი 20
3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:

...აფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ. და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ ვითარცა პოვა, აღიღომცა. რამეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“, რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“. რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარ...

სრულად ნახვა