მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:1

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე.
იოანეს სახარება თავი 21
1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა ზედაჲსზედა იქცეოდა მათ თანა, ვითარ-იგი პირველ, რამეთუ ეჩუენა მწუხრსა და მიეფარა, და კუალად შემდგომად რვისა დღისა, და კუალად ზღუასა ზედა. ხოლო რაჲ არს, ვითარმედ: „გამოუცხადა“? ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ უხილავი იყო უხრწნელი იგი და შეუხებელი გუამი მისი და შეუძლებელ იყო ხილვაჲ მისი, არა თუმცა თავადმან გამოაცხადა თავი თჳსი. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა ადგილი იგი? გამოაჩინებს, ვითარმედ შიში მათი განაქარვა, და ვიდრეცა უნდა, იქცეოდეს; და მივიდეს თევზობად, რამეთუ ვინაჲთგან თავადი არა მათ თანა იყო და სული წმიდაჲ არა მოეღო, ამისთჳს საქმჱ არარაჲ აქუნდა და ითევზობდეს ჴელოვნებითა თჳსითა. და იყვნეს პეტრე და თომა და ნათანაელ ფილიპეს მიერ წოდებულ და ძენი ზებედჱსნი და სხუანი ორნი. და სხუანი მოწაფენი შეუდგეს და იჭირვოდეს. და მაშინ მოვიდა უფალი და ჰრქუა მათ: „ნუუკუე საჭმელი რაჲ გაქუსა?“ (21,5). არა კაცობრივსა სიტყუასა ეტყჳს? და ვითარცა თქუეს რაჲ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს, უბრძანა მარჯუენით კერძო შთაგდებაჲ ბადისაჲ, და შთააგდეს რაჲ, მიემთხჳნეს თევზსა. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის