მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:10

9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური.10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე.
იოანეს სახარება თავი 21
10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის