მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:16

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.
იოანეს სახარება თავი 21
16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი საქმენი არიან, რომელთა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ უფროჲს ყოვლისა ეძიებს სიყუარულსა მოყუსისასა. და ამისთჳსცა უფალი ეტყჳს პეტრეს, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარ, „აძოვენ კრავნი ჩემნი“ (21,15). ხოლო რაჲსათჳს სხუანი დაუტევნა და ამას ჰკითხა? არამედ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა გულსავსე-ყოფად, ვითარმედ აჴოცილ არს ბიწი იგი უვარისყოფისაჲ. ვინაჲთგან უკუე ერთ და ორგზის ჰკითხა, და მან იგი თავადი, განმკითხველი გონებათაჲ, მოიყვანა მოწამედ, და კუალად ჰკითხა მესამედცა, მაშინ შეშინდა, ნუუკუე სხუაჲცა განსაცდელი მოიწევის მის ზედა. ჰხედავა, ვითარ ისწავა არღარა მინდობაჲ თავსა თჳსსა?

ხოლო უფალმან მესამედ ჰკითხა და სამგზის იგივე ჰრქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარ პატივოსნად აქუს ზრუნვაჲ ცხოვართა თჳსთაჲ, ვითარმედ მას იქმოდა სასწაულად თჳსისა სიყუარულისა. ხოლო ვითარცა ესე ჰრქუა, მერმე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის