თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“, და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთაგან, რამეთუ გონებაჲ მისი მოსწრაფე იყო, არამედ ეგრეცა ბუნებით ემხილებოდა, რამეთუ არავინ დაუტეობს ულმობელად ჴორცთა, ვინაჲთგან ესრეთ განუგიეს ღმერთსა. და აქაცა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სადა არა გინდეს“, ბუნებითსა საქმესა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ოდეს იყავ ჭაბუკ“, მოასწავებდა პირველსა ცხორებასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სოფლისა საქმეთა შინა ჭაბუკი არს ახოვან, ხოლო ჩემნი საქმენი არა ესრეთ არიან, არამედ ოდეს მოვიდეს სიბერჱ, მაშინ უფროჲსად გამოჩნდეს ახოვანებაჲ შენი და სიკეთჱ, რომლისაჲ არა იქმნას ჰასაკისაგან დაყენებაჲ. ხოლო ამას იტყოდა არა რაჲთამცა შეაშინა, არამედ განაძლიერებდა, რამეთუ იცოდა სურვილი მისი, ვითარმედ პირველითგან ესე კეთილი გულად-ეღო, და სახესაცა მოასწავებდა მისისა სიკუდილისასა. ხოლო ესე რაჲ თქუა მახარებელმან, მეყსეულად იტყჳს,...
იოანეს სახარება 21:18
17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.
იოანეს სახარება თავი 21