მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 21:20

19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?
იოანეს სახარება თავი 21
20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა იესუს, რომელიცა მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა, და ჰრქუა: უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ (21,20-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგუაჴსენა ჩუენ მიყრდნობაჲ იგი? არა ცუდად, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა გამოაჩინა, თუ რაზომი კადნიერებაჲ მიეცა პეტრეს შემდგომად უვარის-ყოფისა, რამეთუ რომელი მაშინ ვერ იკადრებდა კითხვად, აწ იოვანესთჳსცა ჰკითხავს. ხოლო გამოაჩინებს აქა სიყუარულსაცა, რომელი აქუნდა იოვანეს მიმართ, რამეთუ ფრიად უყუარდა იგი პეტრეს, და ესე ჩანს ყოველსა სახარებასა შინა და საქმესა შინა მოციქულთასა. და ვინაჲთგან სოფლისა სამწყსოჲ მისცა უფალმან და წამებაჲ წინაჲთგან მიუთხრა და სიყუარული მისი შეიწყნარა, მერმე მან ჰკითხა იოვანესთჳს, ვითარმედ: ესე არა ეგრეთვე იყოსა? ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის