თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე აქა სიმდაბლჱ გონებისა მის მახარებელისაჲ, რამეთუ თქუა გულისსიტყუაჲ მოწაფეთაჲ და მერმე განჰმართებს მას, ვითარმცა არა გულისხმა-ეყო სიტყუაჲ იგი, და რამეთუ არა თქუა, ვი-თარმედ: არა მოკუდეს, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე“.
იოანეს სახარება 21:23
22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.
იოანეს სახარება თავი 21