თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:
იოანეს სახარება 3:1
1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.
იოანეს სახარება თავი 3