მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:10

9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.
იოანეს სახარება თავი 3
10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არასადა აბრალა მას უკეთურებისათჳს, არამედ უფროჲს უგულისხმოებისათჳს. ხოლო რაჲ ზიარებაჲ აქუნდა ამას შობასა ჰურიათასა თანა, რაჲთამცა მისგან ესე ცნა? გარნა ფრიადი აქუნდა ზიარებაჲ, რამეთუ პირველდაბადებული კაცი, და კუალად გუერდისაგან მისისა შექმნული, და შობაჲ იგი ბერწთაჲ, და საქმენი იგი ყოველნი, რომელნი წყალთა მათ ზედა აღესრულნეს, წყალსა მას ზედა, რომლისაგან ელისე რკინაჲ აღმოიღო, და კუალად ზღუაჲ მეწამული, რომელი განვლეს ჰურიათა, და ემბაზი იგი, რომელსა ანგელოზი აღსძრვიდა, და ასურისა ნემანის საქმჱ, რომელი იორდანეს განწმდა, - და ესე ყოველნი ნათლის-ღებისა სახესა მოასწავებდეს. და კუალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“.

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის