მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:22

21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან.
იოანეს სახარება თავი 3
22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა უზეშთაეს არს; და რომელნი მისა მიივლტოდიან უშიშად, დაიცავს ყოვლისაგან ბოროტისა; და მალვისაგან თჳსთა საქმეთაჲსა შორს არს, რამეთუ ყოველი მისი საქმჱ ცხადად ბრწყინავს. ამისთჳსცა ქრისტე ეტყოდა პილატეს, ვითარმედ: „მე მარადის ცხადად ვასწავლიდი და ფარულად არაჲ მითქუამს“. ეგრეთვე აქაცა იქმს, რამეთუ მოვიდა ჰურიასტანად და მუნ ნათელ-სცემდა.

„იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს“ (3,23). რამეთუ უფალი დღესასწაულთა ქალაქად მოვიდოდა, რაჲ-თა შორის ყოვლისა ერისა იქმოდის სასწაულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის