მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა უზეშთაეს არს; და რომელნი მისა მიივლტოდიან უშიშად, დაიცავს ყოვლისაგან ბოროტისა; და მალვისაგან თჳსთა საქმეთაჲსა შორს არს, რამეთუ ყოველი მისი საქმჱ ცხადად ბრწყინავს. ამისთჳსცა ქრისტე ეტყოდა პილატეს, ვითარმედ: „მე მარადის ცხადად ვასწავლიდი და ფარულად არაჲ მითქუამს“.1 ეგრეთვე აქაცა იქმს, რამეთუ მოვიდა ჰურიასტანად და მუნ ნათელ-სცემდა.

„იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს“ (3,23). რამეთუ უფალი დღესასწაულთა ქალაქად მოვიდოდა, რაჲ-თა შორის ყოვლისა ერისა იქმოდის სასწაულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“.2 ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“,3 ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?

1 შდრ. იოან. 18,20. 2 იოან. 4,2. 3 მათ. 3,11; ლუკ. 3,16; შდრ. იოან. 1,33.

ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს შენდობილ იქმნა იოვანესი ადრე აღსრულებაჲ, რაჲთამცა ყოველი იგი სიმრავლჱ ქრისტესა შეუდგა, და არღარამცა ორთა მათ მიმართ განიყოფოდეს გონებანი მათნი. და თჳნიერ ამისაცა, იგი ნათელ-სცემდა რაჲ, მარადის ქრისტესა ქადაგებდა და უზეშთაესად გამოაჩინებდა, და ვინაჲთგან ესრეთ იქმოდა, ამისთჳს უმეტესად უმჯობეს იყო ნათლის-ცემაჲ მისი და არა წინააღდგომაჲ ქრისტეს მოწაფეთაჲ, რამეთუ მათვე შესწევდა და ქრისტჱსა მიავლენდა ყოველთა მის მიერ ნათელღებულთა, არა თუ თავსა თჳსსა მოატყუებდა დიდებასა, არამედ ქრისტესა; და უფროჲსად მისსა შეიწყნარებდეს ერნი, ვიდრე მოციქულთასა, რამეთუ იგი დიდად ჰყვა ყოველთა, ვითარცა იტყჳს მათე, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა იერუსალჱმი და ჰურიასტანი წიაღ იორდანესა“.1 და ორნივე იგი ნათლის-ცემანი, იოვანესიცა და ქრისტეს მოწაფეთანი, ერთ იყვნეს, რამე-თუ ვერცა იგი მისცემდა სულსა წმიდასა ჯერეთ, ვერცა იგინი. არამედ ამისთჳს იყო მათიცა და მისიცა ნათლის-ცემაჲ, რაჲთამცა ქრისტესა შეაწყნარებდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ორნივე იგი ნათლის-ცემანი ერთ იყვნეს, ისმინენ შემდგომნი იგი სიტყუანი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“ (3,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ შური აქუნდა მარადის მოწაფეთა იოვანეს-თა ქრისტეს მოწაფეთა მიმართ და თავადისაცა ქრისტეს მიმართ; და ვინაჲთგან იხილნეს მოწაფენი მისნი, რამეთუ ნათელ-სცემდეს, იწყეს სიტყუად ნათელღებულთა მიმართ და აქებდიან მათისა მის მოძღურისა ნათლის-ცემასა და მას უაღრჱსად იტყოდიან. ამისთჳს იწყეს სიტყუად ერთისა ვისმე ნათელღებულთაგანისა მიმართ ქრისტეს მოწაფეთა მიერ და ენება დარწმუნებად მისა, არამედ ვერ დაარწმუნებდეს. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანეს-თა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“. იხილე სახიერებაჲ მახარებელისაჲ, ვითარ არა ბრალობით თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ რაოდენ შესაძლებელ არს, განჰკურნებს ცთომასა მათსა და იტყჳს, ვითარმედ გამოძიებაჲ იქმნაო, თუ არა, იგინი ყოველსავე მას შურითა იქმოდეს. და ამას მოასწავებენ შემდგომნი ესე სიტყუანი, რამეთუ მივიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელს-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“ (3,26).

1 შდრ. მათ. 3,5.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელსა შენ ნათელ-ეც და შენითა წამებითა ყოველთა შეასწავე და საცნაურ-ჰყავ იგი, აწ შენდა სწორქმნილ არს, რომელი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, ვითარმედ რომელი მოწაფეთა შენთა საზომსა იყო, აწ განყოფილ არს შენგან და ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისაო, და ჩუენ შეურაცხქმნილ ვართ. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ ჰურიასა მას მძლე ექმნნეს სიტყჳთა, რომლისა თანა ძიებასა მას იქმოდეს. ხოლო ამას იტყოდეს, რამეთუ უძლურ იყვნეს გონებითა და არა განწმედილ იყვნეს კაცობრივისა საქმისაგან. არამედ იოვანე არავე შეჰრისხნა მათ ფრიად, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე მისგანცა განეშორნენ და სხუასა რასმე ბოროტსა შთაცჳვენ, არამედ ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იყოს მისა მოცემულ ზეცით. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ მის წინაშე“ (3,27-28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემი წამებაჲ გრწამს, რამეთუ იტყჳთ, ვითარმედ: „რომლისათჳს შენ სწამე“, ამის მიერ შეიწყნარეთ და გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიად უზეშთაეს არს იგი ჩემსა; რამეთუ მე ესევე ვწამე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“,1 და კუალად წამებაჲ იგი არა ჩემი იყო, არამედ ღმრთისაჲ. რამეთუ კაცსა რაჲმცა აქუნდა თავით თჳსით კეთილი? არამედ ღმრთისა მიერ. და წამებაჲცა იგი უკუე ღმრთისა მიერ იყო, რამეთუ უკუეთუ სარწმუნოდ გიჩნ, მე ესეცა ვწამე, ვითარმედ: „მოვლინებულ ვარ წინაშე მისა“, და მსახური ვარ, აღმასრულებელი სიტყუასა მომავლინებელისა ჩემისასა. არა თუ კაცობრივითა რაჲთმე საქმითა მივანიჭებ მას, არამედ მამისა მისისა მოვლინებითა ვიტყჳ ყოველსა, რომელი ბრძანებულ არს ჩემდა. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელ ვეწამე მას, ამისთჳს მე უმეტეს მისა ვარ, რამეთუ იგი არს უფალ ყოვლისავე. ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუს სძალი, იგი სიძჱ არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა“ (3,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ, რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, აწ მეგობრად მისა უწესს თავსა თჳსსა? არამედ არა თუ აწ აღამაღლებს თავსა თჳსსა, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებს სახელითა ამით მეგობრებისაჲთა, ვითარმედ არა მწუხარე არს საქმესა ამას ზედა, არამედ ფრიად მხიარულ და წადიერ

1 იოან. 1,27; მარკ. 1,7; შდრ. მათ. 3,11; ლუკ. 3,16.

არს. და ფრიად ისწრაფდა იგი, რაჲთამცა ესე საქმჱ ესრეთ იქმნა, და ესე ყოველი სახელითა მით მეგობრებისაჲთა გამოაჩინა, რამეთუ არა ესრეთ იხარებენ მსახურნი სიძისანი, ვითარ მეგობარნი იხარებენ. და კუალად არა დაბრკოლებისათჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა თქუა ესრეთ და არა თუ შეასწორებდა მის თანა თავსა თჳსსა, არამედ, ერთად, მოწაფეთა თჳსთათჳს, და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მწუხარე არს იგი ამის საქმისათჳს. ამისთჳს მეგობრად უწოდა თავსა თჳსსა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა თუ ოდენ არა მწუხარე არს, არამედ ფრიადცა უხა-

რის, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე ამისთჳს მოვედ, რაჲთამცა ესრეთ იქმნა, და ფრიადმცა მწუხარე ვიყავ, უკუეთუმცა არა ესრე ქმნილ იყო; უკუეთუმცა არა შერთულ იყო სძალი იგი სიძისადა, მაშინმცა ვიგლოვდ, არამედ აწ ვიხარებ, რამეთუ რაჲ-იგი მინდა, აღსრულებულ არს, რამეთუ მისითა წარმართებითა ჩუენ ვცხოვნდებით. და აწ მხიარულ ვარ, რომელ საქმჱ ჩემი სრულ იქმნა, და იცნა სძალმან სიძჱ. და ამას თქუენ მწუხარე ხართ, რომელნი იტყჳთ, ვითარმედ: „ყოველნი მისა მივლენ“? რამეთუ ამისთჳს ვისწრაფდი მე და აწ, იქმნა რაჲ ესე, ვიხარებ და განვსცხრები.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „დგას და ესმის“? გარნა რამეთუ იგავისა მისგან სიტყუაჲ ესე საქმისა ამის მიმართ მოიღო, და ვინაჲთგან სიძჱ და სძალი აჴსენნა, გამოაჩინებს, ვითარმედ ესრეთ ჴმითა და სიტყჳთა იქმნების შეერთებაჲ მეუღლეთაჲ, და ესრეთვე ეკლესიაჲ შეერთო ღმერთსა. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყუათაგან“,1 და მის ჴმისაგან მე ვიხარებო. და ესეცა სიტყუაჲ, ვითარმედ: „დგას“, არა ცუდად თქუა, არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მისი ყოველივე დაცხრომილ არს, და მიერითგან მიუთუალავს სძალი სიძისადა, რომელ არს კრებული კაცთა მორწმუნეთაჲ, და თჳთ უჴმს ოდენ დგომაჲ და სმენაჲ. ამისთჳსცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“ (3,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: აღმისრულებიეს საქმჱ, რომელი ჯერ-იყო ჩემდა ქმნად, და არღარას ძალ-მიც უმეტესისა ქმნად. და უჩუენა მათ წინაჲსწარ დიდი იგი დიდებაჲ მისი, რომელი ყოფად იყო შემდგომად ვნებისაცა, და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (3,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისაგან-ეგე თქუენ გეშინის, არა აწ ოდენ არს, არამედ შემდგომად მცირედისა ფრიად უმეტესად ყოფად არს, არამედ ამას ყოველსა ზედა მე მიხარის, რამეთუ მისი დიდებაჲ ჩემი სიხარული არს. ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ სიბრძნით

1 რომ. 10,17.

ვნებაჲ შურისა მათისაჲ დაჰჴსნა და უჩუენა, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ჰყოფენ? ამისთჳს განგებულებით მისსავე სიცოცხლესა იქმნა ესე, რაჲთა მან თჳთ უთხრას მათ დიდებაჲ უფლისაჲ, და უკუეთუ არა ჰრწმენეს, არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, რამეთუ მათ თჳთ ჰკითხეს მას და ესმა მისგან ყოველი იგი. და უკუეთუმცა არა ჰრწმენა, არღარა აქუნდა სიტყუაჲ, ვითარცა-იგი ჰურიათა, რომელთა მიავლინნეს მისა, და მერმე არა ჰრწმენა სიტყუაჲ მისი და გამოაჴუნეს თავნი თჳსნი ყოვლისაგან სიტყჳსა.

სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე

ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან რასა ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“1

ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.

გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვსძლოთ მას. ხოლო ვსძლოთ ესრეთ, უკუეთუ წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაჲ. რამეთუ ვითარცა სიმდიდრესა შეურაცხ-ვჰყოფთ, რაჟამს სხჳსა სიმდიდრისა მიმართ ვხედვიდეთ, და ცხორებასა ამას შეურაცხ-ვჰყოფთ, რაჟამს ცხორებაჲ საუკუნოჲ გულისხმა-ვყოთ, ეგრეთვე ცუდი დიდებაჲ დავთრგუნოთ, უკუეთუ მერმისა მის დიდებისა სურვილი გუაქუნდეს, რამეთუ კაცთა დიდებაჲ ამაო არს და ცუდი, ოდენ სახელი აქუს და საქმჱ არა, ხოლო ზეცისა იგი დიდებაჲ ჭეშმარიტ არს, და არა კაცნი, არამედ ანგელოზნი და მთავარან-

1 შდრ. მათ. 9,14; მარკ. 2,18; ლუკ. 5,33.

გელოზნი და ანგელოზთა მეუფჱ იყოს მაქებელ ესევითარისა. უკუეთუ იგი საუკუნოჲ და იგი მსაჯული გულისხმა-ჰყო, ვერარამან სოფლისა საქმემან გაცთუნოს. რამეთუ სოფელსაცა ამას ვინმცა აღირჩია წინაშე მეფისა მდგომარეთაგანმან, რომელსა თჳთ მეფჱ და ყოველნი მჴედარნი მისნი აქებედ, რაჲთამცა აღირჩია მან ქებაჲ ბუზთა და მუმლთაჲ? და ესრეთ არს კაცობრივი დიდებაჲ ღმრთისასა თანა, ვითარცა ჴმაჲ ბუზთა და მუმლთაჲ ქებასა მას თანა მეფისა და მთავართაჲსა. არამედ რომელთაესე უნდოებაჲ კაცობრივთა საქმეთაჲ ვიცით, ყოვლითა ღონითა საუკუნოჲ იგი და მიუწდომელი დიდებაჲ ვიძიოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.