თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ შური აქუნდა მარადის მოწაფეთა იოვანეს-თა ქრისტეს მოწაფეთა მიმართ და თავადისაცა ქრისტეს მიმართ; და ვინაჲთგან იხილნეს მოწაფენი მისნი, რამეთუ ნათელ-სცემდეს, იწყეს სიტყუად ნათელღებულთა მიმართ და აქებდიან მათისა მის მოძღურისა ნათლის-ცემასა და მას უაღრჱსად იტყოდიან. ამისთჳს იწყეს სიტყუად ერთისა ვისმე ნათელღებულთაგანისა მიმართ ქრისტეს მოწაფეთა მიერ და ენება დარწმუნებად მისა, არამედ ვერ დაარწმუნებდეს. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანეს-თა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“. იხილე სახიერებაჲ მახარებელისაჲ, ვითარ არა ბრალობით თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ რაოდენ შესაძლებელ არს, განჰკურნებს ცთომასა მათსა და იტყჳს, ვითარმედ გამოძიებაჲ იქმნაო, თუ არა, იგინი ყოველსავე მას შურითა იქმოდეს. და ამას მოასწავებენ შემდგომნი ესე სიტყუანი, რამეთუ მივიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას:
იოანეს სახარება 3:25
24. რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში.25. მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო.26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.
იოანეს სახარება თავი 3