მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 3:36

35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.
იოანეს სახარება თავი 3
36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა ჴორციელი ოდენ, არამედ სულიერიცა საქმჱ ესრეთ სრულ იქმნების, რამეთუ ესრეთ მცირედ-მცირედ სწავლითა განერნეს ჰურიანი კერპთმსახურებისაგან, ეგრეთვე კუალად მოციქულთა მცირედ-მცირედ მოზიდვითა მოაქცინეს წარმართნი, ეგრეთვე ქრისტე იქმოდა მრავალთა მიმართ. ესრეთ ქმნა იოვანეცა მოწაფეთა მიმართ, რამეთუ იწყო სიტყუად ქრისტესთჳს, ვითარცა კაცისა ვისთჳსმე საკჳრველისა, და მაღალნი სიტყუანი თანაშეთხზნნა მდაბალთა; რამეთუ იწყო რაჲ დასაბამსა, ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. და მერმე მაღალი სიტყუაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს“. და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა სხუაჲ მრავალი რაჲ, და ვითარმედ: „არა ზომით მოსცემს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის