თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა იგი განკჳრვებული და ინება, რაჲთამცა უჩინა მას სახჱ რაჲმე, რამეთუ ჴორციელთა და ნივთიერთაგან განაშორა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „შობილი სულისაგან სულ არს“. და ვინაჲთგან არა იცოდა მან, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ამისთჳს ჴორციელისავე მიმართ მოიყვანა და არა სრულიად ზრქელთაგან გუამთა მოართუა სახჱ, არცა კუალად სრულიად უჴორცოთაგან, რამეთუ ვერ ძალ-ედვა მას სრულიად გულისხმის-ყოფად, არამედ პოვა საშუვალი ჴორციელისა და უჴორცოჲსა ბუნებისაჲ - ქროლაჲ იგი ქარისაჲ. რამეთუ ქარისათჳს ეტყჳს მას, თუ: „ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს, ანუ ვიდრე ვალს“ (3,8). ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „ვიდრე უნებნ, ქრინ“, არა თუ ნებასა რასმე მოასწავებს ქარისასა, არამედ ბუნებით მიცემულსა მას მისდა დაუყენებელსა ქროლასა, რომელსა კაცთაგანი ვერვინ აყენებს.
იოანეს სახარება 3:7
6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.
იოანეს სახარება თავი 3