თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად თჳსსა ჟამსა მოვიდეს, აღ-რაჲ-სრულებულ იყო სწავლაჲ დედაკაცისა მის მიმართ. ხოლო დაუკჳრდა მათ მისი იგი სიმდაბლჱ მიუწდომელი, რამეთუ ესევითარი დიდებული თავს-იდებდა გლახაკსა და სამარიტელსა დედაკაცსა ესრეთ სიმდაბლით ზრახვად, არამედ დაღაცათუ დაუკჳრდა, არავე ჰკითხესო მიზეზი. ესრეთ განსწავლულ იყვნეს წესსა ზედა მოწფობისასა, ესრეთ ეშინოდა და ერიდებოდეს მას, რამეთუ დაღაცათუ მისთჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა, გარნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა, ; (21,20) და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“ ; ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ...
იოანეს სახარება 4:27
26. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე.27. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებიო?28. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა:
იოანეს სახარება თავი 4