მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:36

35. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად.36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.37. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო.
იოანეს სახარება თავი 4
36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომკალმან სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“ (4,36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამის ხილულისა ყანისა საუნჯჱ არა საუკუნედ ცხორებად არს, არამედ საწუთროჲსათჳს, ხოლო ამის ყანისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ, საუნჯჱ უკუნითი უკუნისამდე ცხორება არს. რამეთუ ვითარცა თქუა რაჲ, თუ: „რომელმან ამის წყლისაგან სუას, არღარა მოეწყუროს“, გამოაჩინა, ვითარმედ არა ხილულისა წყლისათჳს იტყჳს, ეგრეთვე აქა ქმნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „შეკრიბონ ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის