მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“.1 და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“.2 და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ მოციქულთა ქმნეს, მანცა ქმნა, რამეთუ მათ მოუწოდა უფალმან, და შეუდგეს, ხოლო მან თჳნიერ თქუმისა დაუტევა სარწყული და აღიღო საქმჱ მახარებელთაჲ სიხარულისაგან ფრთოვანქმნულმან და არა ერთსა გინა ორთა მოუწოდა, არამედ ყოველსა მას ქალაქსა. და იხილეთ, თუ ვი-თარ სიბრძნით ქმნა. არა თქუა, თუ: მოვედით და იხილეთ ქრისტე, არამედ: „მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ“. არა ინება დაფარვაჲ სირცხჳლისა თჳსისაჲ, რამეთუ რაჟამს სული განჴურდეს საღმრთოდ, არღარა ხედავს ქუეყანისასა. „ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ არა ინება, რაჲთამცა თჳთ დაუმტკიცა, თუ ქრისტე არს, არამედ ისწრაფდა, რაჲთამცა მისა მიიყვანნა. და იცნობდა ცხოველსა მას წყაროსა, ვითარმედ უკუეთუ იხილონ გემოჲ მისი, თჳთ ჰრწმენეს, ვითარცა მას ჰრწმენა. იხილეა სიბრძნჱ დედაკაცისაჲ მის? რამეთუ თჳსთაცა ცოდვათა მხილებაჲ გამოუცხადა, რაჲთამცა იგინი ოდენ მოიზიდნა უფლისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას სიტყუასა ზედაჲსზედა ეტყოდეს მოწაფენი მისნი: რაბი, ჭამე! ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: მო-ვინმეართუა ჭამადი?“ (4,31-33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედვიდეს მას დამაშურალსა გზისა სლვისაგან და სიცხისა და უნდა ნუგეშინის-ცემის მისა და ეტყოდეს: „რაბი, ჭამე!“ ხოლო ესმა რაჲ ჭამადისათჳს, ხილულსა ჭამადსა გულისხმა-ჰყოფდეს. რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ დედაკაცსა მას, ესმოდა რაჲ „წყალი“, ხილული წყალი ეგონა, ვინაჲთგან მოწაფეთაცა ხილული ჭამადი ეგონა? არამედ წესისაებრ მოწაფეთაჲსა ერიდებოდეს კითხვად და ურთიერთას გამოეძიებდეს. ამისთჳს ხოლო გულთმეცნიერმან უფალმან ჰრქუა მათ:

1 მათ. 10,38. 2 ლუკ. 12,49.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმჱ მისი“ (4,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა ცხორებასა სახელ-სდვა ჭამადად აქა, რაჲთამცა გამოაჩინა, რაოდენი მოსწრაფებაჲ აქუს ცხორებისათჳს ჩუენისა, რამეთუ ვითარცა ჩუენდა საწადელ არს ჭამაჲ, ეგრეთვე მისა - ცხორებაჲ ჩუენი. ხოლო იხილე, ვითარ მარადის პირველად დაფარულად თქჳს სიტყუაჲ თჳსი, და რაჟამს იწყის მსმენელმან გამოძიებად, მაშინღა გამოაცხადის. რამეთუ რად არა თქუა პირველადვე, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“? არამედ პირველად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით“. რაჟამს იწყეს მათ გამოძიებად, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, მერმეღა უთხრა, რაჲთა უკეთესად ისმინონ, და მერმე უთარგმანაცა, თუ რაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თთუე არს, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად“ (4,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა კუალად იგავით იტყჳს, რამეთუ „ჭამადი“ რაჲ თქუა, ცხორებასა კაცთასა მოასწავებდა, რომელნი მოსლვად იყვნეს მისა; და „ყანაჲ“ კუალად ამასვე მოასწავებს - სიმრავლესა მას სულთა მორწმუნეთასა, და „თუალთა“ იტყჳს გონებისათაცა და ჴორციელთა, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ მოვიდოდეს სამარიტელნი, ხოლო „ყანად განსპეტაკებულად“ გონებათა მათთა მოასწავებდა, რომელნი მზა იყვნეს შეწყნარებად. რამეთუ ვითარცა ყანაჲ რაჟამს განსპეტაკნეს, მკად მზა არსო, ეგრეთვე ესენი ცხორებად მზა არიან. ხოლო რაჲსათჳს არა ეტყოდა საქმესა მას განცხადებულად, არამედ იგავით ეტყოდა აქაცა და ყოველსა სახარებასა? და წინაჲსწარმეტყუელნიცა მარადის იგავით იტყოდეს. რაჲ არს იგავთა მიზეზი? რამეთუ არა თუ ცუდად დაუწესებიეს იგი სულსა წმიდასა, არამედ, ერთად, რაჲთა უფროჲსად გამოცხადებულ და გულისხმისსაყოფელ იქმნნენ სიტყუანი, რამეთუ გონებამან რაჟამს სახჱცა ისმინოს საქმისაჲ და იხილოს რაჲ იგი, უმეტესად გულისხმა-ჰყოფს საქმესა მას, რომლისათჳს ისწავლიდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა უფრო ტკბილად საჴსენებელ იყოს კაცისა, რამეთუ არა ესრეთ მოიზიდავს მსმენელთა სიტყუაჲ მარტივი, ვითარ რაჟამს სახჱცა აქუნდეს გამოცდილისა საქმისაჲ; და სხუაჲცა მრავალი არს მიზეზი, რომელთათჳს იგავნი თქუმულ არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომკალმან სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“ (4,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამის ხილულისა ყანისა საუნჯჱ არა საუკუნედ ცხორებად არს, არამედ საწუთროჲსათჳს, ხოლო ამის ყანისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ, საუნჯჱ უკუნითი უკუნისამდე ცხორება არს. რამეთუ ვითარცა თქუა რაჲ, თუ: „რომელმან ამის წყლისაგან სუას, არღარა მოეწყუროს“,1 გამოაჩინა, ვითარმედ არა ხილულისა წყლისათჳს იტყჳს, ეგრეთვე აქა ქმნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „შეკრიბონ ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მთესვარსაცა და მომკალსა ერთბამად უხაროდის“ (4,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს მთესვარი, ანუ ვინ არს მომკალი? წინაჲსწარმეტყუელნი არიან მთესვარნი, არამედ არა მომკეს მათ, გარნა მოციქულთა მომკეს; არამედ არა თუ ამისთჳსმცა მათ სიხარული არა აქუნდა, რამეთუ თქუენ თანავე ზიარ არიან სიხარულისა, რამეთუ მე თქუენ დაგმარხენო მკისათჳს, სადა-ესე შრომაჲ მცირედ არს და სიხარული უფრო. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ნებაჲ იგი იყო, რაჲთამცა კაცნი მისა მოვიდეს, და ამისთჳს სთესვიდეს. და გამოაჩინებს, ვითარმედ იგინიცა მან მოავლინნა, და ვი-თარმედ ფრიადი თჳსებაჲ აქუს ძუელსა მას ახალსა თანა, და მოიჴსენა სიტყუაჲცა იგავითი, რომელსა მრავალნი იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ამით ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი, და სხუაჲ არს მომკალი“ (4,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა იტყოდიან კაცნი, ოდეს სხუამან სთესის, და სხუამან წარიღის ნაყოფი იგი. და იტყჳს უფალი, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ უფროჲსად აქა აღესრულა კეთილად, რამეთუ დაშურეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ მოიმკით მათსა თესულსა. არა თქუა, თუ: მათსა მადლსა, რამეთუ არა თუ იგინი უმადლოდ დაშთეს, არამედ ნაყოფი თქუენ მიიღეთო. ამისთჳსცა პირველვე თქუა, ვითარმედ: „რაჲ-თა მთესვარსაცა და მომკალსაცა ერთბამად უხაროდის“, რაჲთა არავინ თქუას, თუ: წინაჲსწარმეტყუელთა განაგდებს მადლისაგან. და თქუა უცხოჲ ესე საქმჱ, რამეთუ სოფელსა ამას უკუეთუ სხუამან სთესოს, და სხუამან მოიმკოს, არა შესაძლებელ არს, თუმცა ორთავე უხაროდა, არამედ მთესვარი მწუხარე არს, და მომკალი ოდენ იხარებს; არამედ აქა ორ-თავე უხაროდის, რამეთუ იგინიცა მადლისა მის მკჳდრ იქმნნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაჰშუერთ, და სხუანი მაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“ (4,38).

1 შდრ. იოან. 4,14.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან წარავლენდა მათ ქადაგებად სოფლისა, და საქმე იგი ჩნდა ძნელად, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: უძნელჱსი საქმჱ წინაჲსწარმეტყუელთაჲ იყოო, - დათესვაჲ თესლისაჲ და სრულიად უმეცართა შორის ქადაგებაჲ, - ხოლო თქუენდა უადვილჱს არს, რამეთუ მომკალსა არა უნებს ესოდენი შრომაჲ, ვითარ მთესვარსა: ჟამთა სიგრძენი, და ჴნვაჲ, და წჳმისა ლოდინებაჲ, და ესევითარნი მრავალნი. და თჳთ საქმენი გამოაჩინებდეს სიტყჳსა მისისა ჭეშმარიტებასა. და ამას რაჲ იტყოდა, მოვიდოდეს სამარიტელნი და ირწმუნებდეს მისსა, და შეკრბებოდა ნაყოფი იგი სულიერი, „და მრავალთა მის ქალაქისათა ჰრწმენა მისი სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენიცა ვქმენ“ (4,39).

სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი

მივემსგავსნეთ უკუე ჩუენცა დედაკაცსა მას და ცოდვათა ჩუენთათჳს ნუმცა გურცხუენის გამოცხადებად, არამედ გუეშინოდენ ღმრთისაგან, რამეთუ ყოველსა ჰხედავს და მუნ დასტანჯავს უნანელთა; რამეთუ ჩუენ, რომელსა-იგი ეგულების შჯაჲ, არა გუეშინის მისგან, ხოლო გამოცხადებად კაცისა წინაშე ცოდვათა ვიშიშვით და არა უწყით, ვითარმედ რომელმან არა შეინანნეს მისნი ბოროტნი, მას დღესა არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთა გამოცხადნებიან, რამეთუ მუნ დაჯდების სახილველი თჳთოეულისა საქმეთაჲ, ვი-თარნიცა იყვნენ, კეთილნი ანუ თუ ბოროტნი. გულისხმა-ყავთ, უკუეთუ რაჲ გექმნეს ბოროტი, ანუ მოგიგონებიეს და დაჰფარავ კაცთაგან, გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ. და შენ კაცთაგან გეშინის და ღმრთისა შიშსა არა მოიგონება? და გულისხმა-ყავ, ვითარმედ კაცთაცა ვერ დაუფარო მას დღესა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩუენნი ვითარცა გამოწერილნი დადგენ წინაშე ჩუენსა, რაჲთა თჳთ დაშჯილ ვიყვნეთ; ვითარცა-იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თუალთა თჳსთა და რომელი-იგი საძაგელ-უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა.1

ამისთჳს გევედრები: შევიდეთ თითოეული გონებასა ჩუენსა და დავსუათ სამშჯავროჲ, და წარმოვიხუნეთ შორის ცოდვანი ჩუენნი, და იყავნ გონებაჲ მსაჯულ. და უკუეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამა-

1 შდრ. ლუკ. 16,23-24.

ლი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“.1 ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“,2 რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული. და უკუეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს“, არა აწ უფროჲსად ახლოს არსა? უკუეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“.3 რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა, რამეთუ მარადის არა მოგუეცემის ჟამი სინანულისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“4 არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა მოწყალე გუექმნეს მას დღესა უფალი, და ვპოვოთ შენდობაჲ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. მათ. 6,14; მარკ. 11,25; ლუკ. 6,37. 2 ფილიპ. 4,5-6. 3 შდრ. მათ. 24,37-39; ლუკ. 17,26-30. 4 ფსალმ. 6,6.