მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:39

38. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში.39. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.40. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ.
იოანეს სახარება თავი 4
39. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის