მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:42

41. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.43. ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა.
იოანეს სახარება თავი 4
42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ ჰურიანი, რომელთა უმეტესი გულისხმის-ყოფაჲ აქუნდა, ვიდრე სამარიტელთა, და წინაჲსწარმეტყუელთა თანა აღზრდილ იყვნეს, უდარეს სამარიტელთასა გამოჩნდეს. რამეთუ ამათ სიტყუათაგან ოდენ დედაკაცსა მას ჰრწმენა თჳნიერ სასწაულთა ხილვისა, და განვიდეს მისა და ევედრებოდეს ქრისტესა დადგრომად მათ თანა, ხოლო ჰურიანი ესოდენთა სასწაულთა ხილვასა ზედა სდევნიდეს მას ქუეყანით მათით. ამისთჳსცა არა ჯერ-იჩინა უფალმან, რაჲთამცა გარემიაქცინა იგინი, რომელნი ევედრებოდეს მას და შეუვრდებოდეს, არამედ დაადგრა მათ თანა, ვითარცა ჰშუენოდა მისსა კაცთმოყუარებასა, რამეთუ მათ ენება და ევედრებოდეს, რაჲთა იყოს მათ თანა; ხოლო უფალმან არა თავს-იდვა, არამედ ორ დღე ოდენ, და მრავალთა ჰრწმენა მისი ორსა მას დღესა. და ძნელ იყო რწმუნებაჲ მათი, რამეთუ სასწაული არა ეხილვა, და რამეთუ ჰურიათა ემტერებოდეს, არამედ ვინაჲთგან უვნებელად დაადგრა, შურით ისმენდეს სიტყუათა მისთა, არარაჲ იქმნა დამაყენებელ მათა სარწმუნოებად, „და დედაკაცსა მას ეტყოდეს, ვითარმედ: არღარა შენისა სიტყჳსათჳს გურწამს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის