მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 4:50

49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო.
იოანეს სახარება თავი 4
50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ანუ სამარიტელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა, ვითარმედ: „მოვედ ვიდრე მოსიკუდიდმდე ყრმისა მის“, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა შორითგან განკურნებაჲ, ანუ თუ მკუდრეთით აღდგინებაჲ. ხოლო რაჲსათჳს, რომელ თავით თჳსით მივიდოდა, და აქა არცაღა თუ წოდებით მივალს? ამისთჳს, რამეთუ მუნ სარწმუნოებაჲ სრული აქუნდა ასისთავსა. ამისთჳს მივიდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სათნო-უჩნდა კაცი იგი. ხოლო ამას არა აქუნდა ესევითარი სარწმუნოებაჲ და არა იცოდა, თუ შორითცა ძალ-უც განკურნებაჲ, არამედ აიძულებდა მისლვად. ამისთჳს არა მივიდა, რაჲთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის