თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ჰგიეს პირველსავე ერთგულებასა ზედა და ქადაგებს მკურნალსა მას და სხუათაცა მოიზიდავს მისა მიმართ. რამეთუ არა თუ შესმენით თქუა სიტყუაჲ ესე; ანუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.
იოანეს სახარება 5:15
14. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.15. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.16. ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.
იოანეს სახარება თავი 5