თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ამითცა სიტყჳთა საცნაურ არს, ვი-თარმედ სიტყუაჲ იგი, თუ: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, მათისა იჭჳსა მიმართ თქუმულ არს? ხოლო თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინე-თო იოვანესა“, რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: და რაჲ არს, უკუეთუ მან შენისა მომადლებისათჳს წამა? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინეთო“, და უკუეთუმცა არა გყვა იგი კაცად ფრიად სარწმუნოდ, არამცა მიგევლინა მისა. და რამეთუ არა ქრისტესთჳს ჰკითხვიდეს, არამედ თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „შენ ვინ ხარო?“ ; (8,25) რომელ-ესე უმეტესისა სარწმუნოებისა სასწაული არს; რამეთუ რომლისასა თავისა თჳსისათჳს წამებასა შევიწყნარებდეთ, არამცა უფროჲსად, უკუეთუ სხჳსათჳს წამოს, შევიწყნაროთა? და მივლინებულნი იგი არა თუ შეურაცხნი ვინმე იყვნეს, არამედ მღდელნი და ფარისეველნი. და ესე ყოველი მოასწავა სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.
იოანეს სახარება 5:33
32. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის.33. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს.34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.
იოანეს სახარება თავი 5