მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 5:4

3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.
იოანეს სახარება თავი 5
4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბითეზდა, და ხუთ სტოვა იყო. და ამას შინა ისხა სიმრავლჱ უძლურთაჲ, ბრმები და მკელობელები, განჴმელები, რომელნი მოელოდეს წყლისა მის აღმრღუევასა“ (5,2-3).:

...ა მით, რომელი მოცემულ იყო განსაბანელად ბილწებათა, და სხუანი მრავალნი საქმენი აღესრულებოდეს წყლისა მიერ, რომელნი-იგი ყოველნივე სახენი იყვნეს ნათლის-ღებისანი. და ესეცა სახჱ იყო ნათლის-ღებისაჲ, ამისთჳსცა ჰკურნებდა სენთა. და ანგელოზი გარდამოვიდოდა და აღამრღუევდა წყალსა მას, და რომელიცა პირველ შევიდის, განიკურნის, რაჲთა ცნან ჰურიათა, ვითარმედ უკუეთუ ანგელოზისა მიერ იქმნებოდა კურნებაჲ სენთაჲ, არა უფროჲსად მეუფემან ანგელოზთამან განწმიდნესა ყოველნი სენნი ნათელღებულთანი? და ვითარცა მუნ არა წყალი იგი იქმოდა კურნებასა მას, - რამეთუ უკუე-თუმცა წყალი იქმოდა, მარადისმცა იკურნებოდეს, - არამედ ანგელოზისა მოსლვითა იქმნებოდა საქმჱ იგი, ეგრეთვე ჩუენ ზედა არა თუ ლიტონად წყალი იგი იქმს რასმე, არამედ რაჟამს მადლი სულისა წმიდისაჲ მოიღოს, მაშინ ყოველთავე ცოდვათა დაჰჴსნის. არამედ მაშინ უძლურებაჲ დამაყენებელ იქმნებოდა განკურნებისა, რომელსა-იგი ენების განკურნების, ხოლო აწ უფალ არს თჳთოეული საქმისა ამის ქმნად, რამეთუ არა ანგელოზი არს აღმძრველ წყლისა, არამედ ანგელოზთა მეუფჱ. აწ არღარა არს ამის სიტყჳსა თქუმაჲ, თუ: „კაცი არა მაქუს. და ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა მივალს“, რამეთუ დაღაცათუ ყოველი სოფელი მოვიდე...

სრულად ნახვა